შეკითხვა: | როგორც ჩანს იმდენი დრო არ გაქვთ იმ კითხვებზე რომ მიპასუხოთ და იქნებ ამაში გამარკვიოთ.. როცა მეკითხებიან წნევას h სიღრმეზე, რომელ ფორმულას ვიყენებთ P=Pატმ+þgh თუ P=þgh? და როდესაც ვწერთ ფორმულაში Pატმ, მის ქვეშ ყოველთვის 101,3 კილოპასკალი იგულისხმება თუ, მაგალითად, მოცემული ზედაპირის ფართობისთვის უნდა გამოვთვალო?? |
---|---|
პასუხი: | მაპატიე ანანო მოუცლელობა... მალე უფრო სრულყოფილად გიმასუხებ.... ამჯერად კი როდესაც გვეკითხებიან ზოგადად წნევას, უნდა მოვახდინოთ ყოველნაირი წნევის აჯამვა ... ასე, რომ შენს შემთხვევაში უნდა გამოიყენო P=Pატმ+þgh.... და თუ გეკითხებიან კონკრეტულად ჰიდროსტატიკურ (ანუ მხოლოდ სითხის ) წნევას, მაშინ გამოიყენებ P=þgh ფორმულას .... თუმც არც თუ იშვიათად სამწუხაროდ ადგილი აქვს ნებსით თუ უნებლიე ხარვეზებსაც: გეკითხებიან წნევას და გულისხმობენ ჰიდროსტატიკურ წნევას... ასეთ დროს სულგრძელად უნდა მიუტევო. Pატმ კი , თუ არაა სპეციალური მითითება უმდა ჩათვალო ნორმალურად Pატმ = 101,3 კპა.... გამოთვლებისას კი გამოიყენე 105 პა და კიდევ....ჰიდროსტატიკური წნევა ერთგვაროვანი სითხის ერთიდაიგივე დონის ყველა წერტილში ერთნაირია..... არ არის დამოკიდებული ჭურჭლის ფორმაზე და მხოლოდ ამ დონიდან მოცემული სითხის თავისუფალი ზედაპირამდე მანძილის (მართობულად) პირდაპირპროპორციულია |