შეკითხვა:

დამეხმაააააააარეთ რა სასწრაფოდ მჭირდება :( 
სხეული მოძრაობდა წრფივად მუდმივი სიჩქარით. მასზე 2 წამის განმავლობაშ იმოქმედა მოძრაობის მიმართულებით მოქმედმა 3ნ-ის ტოლმა ძალამ. ამის შედეგად სხეულის იმპულსი 10კგ*მ/წმ-ის ტოლი გახდა.რისი ტოლი იყო საწყისი იმპულსი?

პასუხი:

თუ სხეულზე \(\Delta t\) განმავლობაში მოქმედებს F ძალა, მაშინ სხეულის იმპულსი იცვლება \(\Delta P\)-თი და ამ სიდიიდების ურთიერთკავშირი შემდეგია

\(F\Delta t=\Delta P\)                       (1)

თავის მხრივ \(\Delta P=P_{2}-P_{1}\)  ჩავსვათ ეს (1)-ში და გვექნება

\(F\Delta t=P_{2}-P_{1}\) აქედან კი

\(P_{1}=P_{2}-F\Delta t\)

ამ განტოლებაში ყველა სიდიდე ცნობილია გარდა \(P_{1}\) საწყისი იმპულსისა. ჩასვით და მიიღებთ პასუხს.