შეკითხვა:

ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ მჭირდება:
1)50ტ მასის რეაქტიული თვითმფრინავი დედამიწის მიმართ 3000მ/წმ სიჩქარით მოძრაობს.განსაზღვრე მფრინავის კინეტიკური ენერგია:ა)დედამიწის მიმართ  და ბ)თვითმფრინავის მიმართ.
2)გამოთვალეთ მუშაობა,რომელიც 3 წთ-ის განმავლობაში სრულდება წყლის ტუმბოს მიერ,თუ მისი საშუალებით 1წმ-ში 50ლ წყალი 20მ სიმაღლეზე მიეწოდება.

პასუხი:

1) კინეტიკური ენერგია გამოითვლება შემდეგი ფორმულით \(E=\frac{mv^{2}}{2}\), ვინაიდან მფრინავის სიჩქარე თვითმფრინავის მიმართ 0-ის ტოლია, ამიტომ მის კინეტიკური ენერგია თვითმფრინავის მიმართ 0 იქნება; ხოლო იმისთვის რომ გამოვთვალოთ მისი კინეტიკური ენერგია დედამიწის მიმართ გვჭირდება მფრინავის მასა, ხოლო სიჩქარეში თვითმფრინავის სიჩქარეს ჩავსვავთ, რადგან დედამიწის მიმართ იგი იგივე სიჩქარით მოძრაობს რა სიჩქარითაც თვითმფრინავი, ამოცანაში კი მოცემული გვაქვს თვითმფრინავის და არა მფრინავის მასა, ამიტომ ამ პირობით ა) პუნქტს ვერ ვუპასუხებთ.

 

2) გამოვთვალოთ 3 წუთში ატანილი წყლის მოცულობა, თუ 1 წამში ტუმბოს 20 ლიტრი წყალი ააქვს, მაშინ 3 წუთში აიტანს \(V=3600\) ლ\(=36\cdot 10^{-1}\) მ3. გამოვთვალოთ ამ წყლის მასა \(m=\rho V=10^{3}\cdot 36\cdot 10^{-1}=36\cdot 10^{2}\)კგ. შესრულებული მუშაობა ტოლია: \(A=mgh=36\cdot 10^{2}\cdot 10\cdot 20=72\cdot10^{4}\) ჯოული.