შეკითხვა:

1)ნახშირის და ლითონის გამტარები შეერთებულია მიმდევრობით. როგორი უნდა იყოს თითოეულის წინაღობა 0 C-ზე,რომ მათი საერთო წინაღობა ნებისმიერ ტემპერატურაზე 2000 ომს უდრიდეს ? ნახშირის წინაღობის ტემპერატურული კოეფიციენტია

 -10-3 K   ,ლითონის   კი    +2•10-3K

2)დენის წყარო კვებავს 220 ვ ძაბვაზე გაანგარიშებული პარალელურად შეერთებული 100 ნათურას. თითოეული ნათურის წინაღoბა 1.2x10^3 ომია. მიმყვანი სადენების წინაღOბა-4ომი.წყაროს შიგა წინაღობა-0.8ომი.განსაზღვრეთ ძაბვა წყაროს მომმჭერებზე და მისი ემძ

იქნებ დამეხმაროთ ოლეგი მასწავლებელო თქვენ ჩემი იმედი ხართ გავიჭედე :D

პასუხი:

1)

წინაღომა დამოკიდებულია  1)..გამტარის ნივთიერების გვარობაზე,.... 2) გეომეტრიულ ზომებსა და  3)  ტემპერატურაზე ....... R = Ro( 1 + \(\alpha\)t) 

  ნახშირის წონაღობა წემპერატურის გაზრდით კლებულობს:  R1 = Ro1( 1 - 0,001 t)   ...(1)  , ლითონისა კი მატულობს ...R2 = Ro2( 1 + 0,002 t)....(2)

ამოცანის პირობის თანახმად მიმდევრიბითი სქემის სრული წინაღობა ტემპერატურის შეცვლით არ უნდა შეიცვალოს  და 2000 ომის ტოლი უნდა დარჩეს:

R1 + R2 = Ro1 + Ro2  =  ...... 2000 

მოშველიე (1) და (2) ფორმულები   და  ამოხსენი     Ro1  და   Ro2 ... 

............   რა შედეგი მიიღე? ( მომწერე)

---------------------------------------------------------------

2)

100 ცალი პარალელურად შეერთებული ნათურათა სისტემის   წინაღობა არის

 Rსისტ = Rნათ/100 (ასეთი მარტივი საკითხი უნდა იცოდე !!!!!)   ..... სისტემაში გამავალი დენის ძალა  იქნება   ....  I = U/ Rსისტ    .

ეს დენი ცირკულირებს მთლიან შეკრულ(ჩაკეტილ) კონტურში  

 I = \(\varepsilon\) / (Rსისტ + Rსად + rშიგა)    აქედან კი     \(\varepsilon\)  (ე.მ.ძალა) = ????