შეკითხვა: | გამარჯობა, ახალი ვარ ამ საიტზე და როდესაც გადავხედე , ძალიან მომეწონა ფორმატიც და ასევე ადმინისტრაციისაგან გამოხატული ყურაღებაც. ახლა რაც შეეხება ამოცანას, რომელიც მე მაინტერესებს: h სიმაღლიდან თავისუფლად ვარდება c კუთრი სითბოტევადობის ლითონის ნაჭერი. რამდენი გრადუსით აიწია მისმა ტემპერატურამ მიწაზე დაცემისას, თუ ჩათვლით, რომ ნაჭრის მექანიკური ენერგიის k% შინაგან ენერგიად გარდაიქმნება? ... წინასწარ მადლობა ყურადღებისათვის |
---|---|
პასუხი: | კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს საიტზე გაგიმართლა და როგორც იტყვიან '' Live ''- ში გპასუხობთ... თუმც შენი ამოცანა ძალიან მარტივია... რადგანაც სხეული თავისუფლად ვარდება მისი სრული მექანიკური ენერგია დაცემამდე უცვლელი რჩება: პოტენციური თანდათან გადადის კინეტიკურში - დაცემის ზედაპირთან გავავლებთ პოტენციური ენერგიის ნულოვან დონეს და ამ შემთხვევაში დაცემის მომენტში მას ექნება მხოლოდ კინეტიკური ენერგია : mv2/2 = mgh... დაცემა(''ზღართაან" -ი) კი შესაძლებელია მრავალგვარი იყოს: 1) აბსოლუტურად დრეკადი( რაც პრაქტიკულად შეუძლებელია... მხოლოდ იდეალური ვარიანტია) .... მექანიკური ენერგია უცვლელი რჩება .... სხეული ენერგიის დანაკარგის გარეშე აირეკლება საწყის სიმაღლემდე და ა.შ.... 2) ნაწილობრივ დრეკადი (ხშირი შემთხვევა)... მექანიკური ენერგიის გარკვეული ნაწილი გადადის სხეულისა და ამრეკლი ზედაპირის შინაგან ენერგიაში, რის გამოც სხეული უკან აირეკლება შედარებით მცირე სიმაღლემდე. 3) აბსოლუტურად არადრეკადი (ასევე ხშირი შემთხვევა) ეს უკვე ''ზღართაან''იკი არა უფრო "თხლაშაან"ია... როდესაც მთელი მექანიკური ენერგია გადადის ზედაპირისა და სხეულის შინაგან ენერგიაში და სხეული რჩება ზედაპირზე(არც თუ იშვიათად დამსხვრეულ მდგომარეობაშიც კი)... ასე, რომ შენს ამოცანაში შინაგან ენერგიაში გადავიდა mgh -ის k% ... Q = (k/100)mgh რომელიც მოხმარდა მისი \(\Delta\)t - ით ტემპერატურით გაცხელებას, რომელიც თავისმხრივ Q = cm \(\Delta\)t.... ამ ორი ფორმულით გამოიყვანე \(\Delta\)t. = .... ----------------------------------- ოლეგი გაბრიაძე
|