შეკითხვა: | გამარჯობათ ბატონო ოლეგ |
---|---|
პასუხი: | სკდება როო? ... ''ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო'' - უთქვამთ... და შენ თვითონ სცადე... იქნებ?... ჰა?... მართლა გასკდა?... არა უშავს ... აცალე ბოლომდე მოხარშვა და დილით საუზმეზე მიირთვი. თუ მოახერხებ და ნაჭუჭს ნემსით ფრთხილად ასანთის ღერის სიმსხოზე გახვრეტ (ამისათვის კი შეგიძლია კვერცხი გასახვრეტი ბოლოთი წინასწარ ძმარში ჩააყუდო, რათა იგი დარბილდეს)... შემდეგ კი შიგთავსს ''შპრიცით" ფრთხილად გამოწოვ... და ცდას ისევ გაიმეორებ: ცივ ნაჭუჭს მდუღარე წყალში ჩააგდებ... ნაჭუჭი ........................................... მაინც გასკდება! დასკვნა:... კვერცხის შიგთავსს ამ მოვლენაში წვლილი არ აქვს. იგივეა, როცა ბროლის ცივ ჭიქაში მდუღარე წყალს ჩაასხამ, ან გნებავს და ცივ ჭიქას მდუღარეში ფსკერით ისე ჩაუშვებ, რომ წყალი თვით ჭიქაში არ ჩავიდეს .... იგი ორივე შემთხვევაში სკდება... და თუ ცდას მინის ბრტყელი ფირფიტის შემთხვევაში ჩავატერებთ , იგი არ გატყდება... ე. ი. მიზეზი თაღოვანი ფორმა ყოფილა .... გარედან(ამოზნექილი მხრიდან) ძნელია მისი შენგრევა... შიგნიდან(ჩაზნექილი მხრიდან) კი ადვილი ---- უსუსური წიწილა ძალიან ადვილად გამოანგრევს ნაჭუჭს შიგნიდან. და რა იწვევს ამ ''გამომგრეველ'' ძალას?.... ტემპერატურის დიდი სხვაობისა და ნაჭუჭის კარგი თბოგამტარობის გამო გაცხელებისას ნაჭუჭი სითბურად სწრაფად ფართოვდება. და რადგანაც ნაჭუჭს თაღოვანი ფორმა აქვს გარეთა ზედაპირი ვერ ასწრებს იმდენადვე სწრაფ გაფართოებას როგორც შიგა ზედაპირი... შედეგად წარმოიქმნება შიგნიდან გარეთ "გამომგრეველი" ძალა. ( ბრტყელ ნაჭუჭს ეს პრობლემა არ აქვს.) |