შეკითხვა: | მოიყვანეთ მაგალითი ძალისა, რომელიც სხეულის მოძრაობის მიმართულებასთან ადგენს 90 გრადუსიან კუთხეს და არ ასრულებს მუშაობას?
|
---|---|
პასუხი: | ფიზიკაში მუდმივი ძალის მიერ შესრულებული მუშაობა განიმარტება როგორც ძალისა და გადაადგილების ვექტორთა სკალარული ნამრავლი, რომელიც თავისმხრივ ტოლია ძალისა და გადაადგილების ვექტორთა მოდულების ნამრავლისა მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსზე. ასე, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როცა ძალა მოძრაობის მიმართულებასთან 90 გრადუსიან კეთხეს ქმნის(Сos90 = 0), ეს ძალა მუშაობას არ ასრულებს – ანუ კონკრეტული ეს ძალა სხეულის კინეტიცურ ენერგიას ვერ ცვლის. მაგ: სხეულის ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოძრაობისას ვერც სიმძიმის ძალა და ვერც საყრდენის რეაქციის ძალა მუშაობას ვერ ასრულებენ. ასევე არ ასრულებს მუშაობას ნებისმიერი ცენტრისკენული ძალა სხეულის წრეწირზე მოძრაობისას: მაგ. ბაგირზე გამობმული სხეულის წრეწირზე მოძრაობისას ბაგირიში აღძრული დაჭიმულობის ძალა(რომელიც სხეულს წრეწირზე აკავებს) მუშაობას არ ასრულებს, რამეთუ იგი ყოველთვის სიჩქარის მართობულია. |