შეკითხვა:

მადლობთ წინა შეკითხვაზე რომ მიპასუხეთ საინტერესო პასუხი იყო  და თან მარტივად გასაგები. 

გენერატორის მომჭერებზე ძაბვა V ვოლტია როგორ ძაბვაზე იმუშავებს ძრავა,რომელიც დაშორებულია გენერატორიდან  d მანძილით ,თუ დენი მიდის სპილენძის სადენით,რომლის კვეთის ფართობი S-ია და დენი მასში A ამპერი ? სპილენძის კუთრი წინაღომაა c

ესეთი ამოცანა შემხვდა დენზე ვიცი ძალიან მარტივი ამოცანაა მაგრამ ახალი მასალაა და ჯერ ვერ ავითვისე კარგად განსაკუთრეით წრედებზე მუშაობა მიჭირს ძალიან  იქნებ მირჩიოთ რამე

პასუხი:

V  ძაბვა გენერატორიდან  ელექტროენერგიის მომხმარებლამდე(დატვირთვამდე) მიეწიდება რაიმე  სადენით... ჩვეულებრივ მომხმარებელი დენის წყაროსთან ახლოს იმყოფება, რის გამოც მიმყვანი სადენის წინაღობა გაცილებით ნაკლებია მომხმარებლის  წინაღობაზე და მას არ ვითვალისწინებთ... ამ შემთხვევაში  ძაბვა მომხმერებელზე იგივეა, რაც გენერატორზე ...V = U.   მაგრამ შენი ამოცანის შემთხვევაში   ეს მანძილი გასათვალისწინებელია... ანუ სადენის წინაღობაც გასათვალისწინებელია. ამ შემთხვევაში გენერატორზე არსებული ძაბვა განაწილდება  მიმყვან სადენებზე და მომხმერებელზე(შენი ამოცანის შემთხვევაში ძრავაზე)   V = uსად + U ....   საიდანაც 

U = V - uსად  .... (1)

თავის მხრივ ძაბვის ვარდნა სადენებზე გამოვთვალოთ ომის კანონით  

uსად = A • Rსად  c2d/S   .... (2)   ... ( 2d  ავიღეთ   იმის გამო, რომ გვჭირდება ორი დამოუკიდებელი სადენი 

გენერატორი } V ======= (სადენები)======= }U ძრავა   თითოეული მომჭერისათვის ცალცალკე.

ასე, რომ .......  U = V -  2Acd/S    

-----------------------------------------

olegi gabriadze