შეკითხვა: | გამარჯობათ, რას უდრის ხიმინჯის ჩასობისას გრუნტის წინაღობის საშუალო ძალა, თუ 6ტ მასის უროს 1,4მ სიმაღლიდან დარტყმისას ხიმინჯი ჩადის 10 სმ-ის სიღრმეში. ხიმინჯის მასა არ გაითვალისწინოთ. ხომ ვერ დამეხმარებოდით ამ ამოცანის ამოხსნაში? მუშაობით ხომ არ იხსნება? წინასწარ დიდი მადლობა!!! |
---|---|
პასუხი: | ურო ვარდება უსაწყისო vo=0 სიჩქარით და გადის H +h მანძილს.... მთელ ამ უბანზე დადებითად მუშაობს სიმძიმის ძალა ... Amg = mg(H + h) , ბოლო h უბანზე კი სისტემაში ჩაერთვება გრუნტის წონააღმდეგობის F ძალა და ასრულებს უარყოფით მუშაობას ... AF = - Fh , რის შედეგად ხიმინჯი-ურო ჩერდება ... v = 0 . კინეტიკური ენერგია (mv2/2) ისევ უტოლდება ნულს დაწერ კინეტიკური ენერგიის თეორემას : Amg + AF = \(\Delta\)Eკინ = 0 და ამოხსნი წინააღმდეგობის F ძალას --------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |