შეკითხვა:

ბატონო ოლეგ ორი ესეთი კიტხვა დამებადა :D ელემენტი როცა დაჯდება ანუ განიმუხტება რატომ ვჭეჭყავთ ? რა ხდება ამ დროს ? და მეორე კითხვა ესეთია მაცივარი როგორ მუშაობს რა პრინციპზე ? დენის ერთ-ერთი თვისება ხომ სითბოს გამოყოფაა და დენზე მომუშავე მანქანა შიგნით როგორ ცივდება :D 

პასუხი:

1) როცა  მოსწავლე სიბეჯითეს უკლებს -  მშობლები უწყრებიან... აჯანჯღარებენ... (მე  ყურსაც მიწევდნენ)  და  მოსწავლეც შედარებით გამოცოცხლდება ხოლმეwink

ეს ხუმრობით...

ყოფაცხოვრებაში  ძირითადად ვიყენებთ ე. წ. გალვანური ტიპის ელემენტებს ( ლუიჯი გალვანების ცდების საფუძველზე ალექსანდრა ვოლტამ შექმნა პირველი დენის წყარო - გალვანური ელემენტი), რომელიც შედგება ორი ელექტროდისაგან(ხშირად ნახშირის და თუთიის  ღეროები) რომლებიც თავისმხრივ მოთავსებულია მჟავა ნივთიერებაში... ეს ნივთიერება პასტა-გელის ან სულაც მშრალ მდგომარეობაში იმყოფება. მჟავას დახმარებით  ელექტროდებს შორის მიმდინარეობს ჟანგვა - აღდგენითი რეაქცია და  მჯავას შინაგანი ქიმიური ენერგიის ხარჯზე ხდება ელექტროდების დამუხტვა:  ნახშირი ''+ '' -ით და თუთია ''-'' -ით. 

მუშაობის შედეგად 1) ელექტროდები იხსნებიან მჟავაში ...2) მჯავას  ენერგია იხარჯება ... ამ დროს ამბობენ ელემენტი ''დაჯდა''-ო...

თუ ასეთ ელემენტს  დავჭეჭყაავთ, მოხდება მჟავა ნივთიერების შედარებით  გამკვრივება ... ნაწილაკების ერთმანეთთან დაახლოება - რის შედეგაც შინაგანი ენერგიის მომატება და  ელემენტიც ცოტა ''გამოცოცხლდება" , მაგრამ ცხადია დიდი ხნით ვერა ... 

"გაცოცხლებული მკვდარი გინახავს სადმე?"-ო  - იტყვიან ხოლმე გურულებიlaugh

2) მაცივრების(კონდიციონერების) ძირითადი ელემენტია ადვილად აქროლებადი სითხე ფრეონი, რომელიც მცირე განივკვეთის სპილენძის ან ალუმინის მილის მეშვეობით ცირკულირებს(ტრიალებს) მაცივრის გარე და შიგა კორპუსს შორის. სხვა დამხმარე ელემენტების მეშვეობით მაცივრის შიგა ნაწილში ეს ფრეონი  თხევად მდგომარეობაშია და ხდება მისი აორთქლება...  აორთქლებას კი ჭირდება ენერგია და  ამ ენერგიას იგი ღებულობს  მაცივრის შიგა ნაწილიდან -- მაცივარი შიგნით ცივდება.  მაცივრის გარეთა ნაწილში კი გამოდის უკვე ''ნამუშევარი'' ცხელი ფრეონი(მაცივრის გარეთა ბადეზე(''სეტკაზე'') ხელის შეხებით ამ სითბოს კარგად შევიგრძნობთ) რომელიც გარემოსთან(ჰაერთან) სითბოცვლის შედეგად ისევ კონდენსირდება(თხევადდება) და უკვე გათხევადებული ფრეონი ისევ შედის მაცივარში და ა.შ. პროცესი მეორდება...

და ... 

 სწორედ  ამ ცირკულაციას(გადატუმბვა - გადმოტუმბვას)  ახდენს   სპეციალური ელექტროძრავი - კომპრესორი... რომელიც მუშაობის შედეგად ცხადია ხურდება და ამიტომაც მას მაცივრის გარეთა ქვედა ნაწილში ათავსებენ ხოლმე.

მოიძიე   https://ka.wikipedia.org/wiki/კონდიციონერი

------------------------------

ოლეგი გაბრიაძე