შეკითხვა:

ბევრი ვიფიქრე ამ ამოცანებზე, მაგრამ ვერაფრით ვერ ამოვხსენი,( სკოლაში ვერ დავდიოდი იმიტომ, რომ ცუდად ვიყავი  და ეს ახსნილი თემები კარგად ვერ გავიგე)  ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ.

  • 2 მ სიღრმის წყალსაცავის ფსკერზე ჩასობილია ბოძი, რომელიც წყლის ზედაპირზე 1 მ-ზეა ამოწეული. განსაზღვრეთ ბოძის ჩრდილის სიგრძე წყლის ზედაპირსა და წყალსაცავის ფსკერზე, თუ მზის სიმაღლე 30 გრადუსია.
  • ფირფიტაზე სინათლის სხივის დაცემის კუთხე 60 გრადუსია, არეკლილ და დაცემულ სხივებს შორის კუთხე კი 90 გრადუსია. განსაზღვრეთ ფირფიტის სრული შინაგანი არეკვლის ზღვრული კუთხე.
  • ტემპერატურის გადიდებით წყლის გარდატეხის მაჩვენებელი იზრდება. როგორ შეიცვლება წყლის სრული შინაგანი არეკვლის სრული კუთხე და რატომ?

(უღრმესი მადლობა წინა კითხვებზე პასუხების გაცემისთვის.) 

 

პასუხი:

   დაცემულ    -ის ნაცვლად უნდა ეწეროს  გარდატეხილ

                                                                                                                                            

--------------------------------

ოლეგი გაბრიაძე