შეკითხვა: | გამარჯობა ოლეგი მასწ, რაღაც სეკითხვები მაქვს და იქნებ დამეხმაროთ <3 1 ტონა მასის ტვირთი ვერტიკალურად ააქვთ ამწეს საშუალებით. ტვირთის სიჩქარის გრაფიკის მიხედვით განსაზღვრეთ 4წამში შესრულებული მუშაობა. ამის პასუხად ვიღებ 2000ჯ-ს(mv2/2), მაგრამ პასუხებში წერია 40კჯ. თოკზე დაკიდებული 50კგ მასის ტვირთი 1.2მ/წმ2 აჩქარებით აიტანეს 20მეტრ სიმაღლეზე. ა)გამოთვალეთ თოკის დაჭიმულობა.--->მე ქონა გამოვთვალე და მივიღე 50(1,2+10)=560 და პასუხებში წერია 550. ბ)გამოტვალეთ ტვირთის აწევისას შესრულებული მუშაობა 560•20=11200ჯ, პასუხებში წერია 1100. იქნებ დამეხმაროთ ამ სამ ამოცანაში შეცდომას ვუშვებ თუუ პასუხებშია არასწორად :// მადლობა წინასწარ <3 |
---|---|
პასუხი: | A = \(\Delta\)(mv2/2) ეს ძალთა ტოლქმედის მუშაობაა , რომელიც თავისმხრივ სიმძიმის ძალის მიერ შესრულებული უარყოფითი (-mgh) და ამწეს მიერ შესრულებული დადებითი მუშაობის (Aამწე) ალგებრული ჯამის ტოლია .... გეკითხებიან Aამწე -ს Aამწე = mgh + mv2/2 ( მართალიცაა: ამწეს მუშაობის ხარჯზე ტვირთმა შეიძინა ორივე ენერგია: პოტ და კინ ) შეგიძლია მარტივადაც: Aამწე = Fამწეh = m(g+a)h a და h კი დათვალე გრაფიკისა და კინემატიკური ფორმულების გამოყენებით.... ------------------------------------------- ნაგულისხმევია რომ g = 9, 8 ( და არა 10) მ/წმ2 , რაც იწვევს აღნიშნულ განსხვავებას |