შეკითხვა: | წყლის ცივად შენახვისთვის ჭურჭელს ცივ ტილოს ახვევენ რატომ? |
---|---|
პასუხი: | იმიტომ, რომ თბილი რომ დაახვიონ წყალს გაათბობს. ეს ხუმრობით. სერიოზულად კი ალბათ გულისხმობთ სველ ტილოს. სველი ტილოდან, რადგან ჰაერის ტენიანობა ბუნებრივად უფრო დაბალია ვიდრე სველი ტილოსი, ხდება წყლის აორთქლება (უფრო მეტად ვიდრე კონდენცირება). ეს ნიშნავს, რომ შედარებით მაღალი სითბური სიჩქარის მქონე წყლის მოლეკულები ტოვებენ ტილოს და შესაბამისად ტილოს სითბური ენერგია კლებულობს ანუ გრილდება. ეს უნიავო და უქარო პირობებშიც კი. გაგრილებული ტილო ბუნებრივია სითბურ წონასწორობაშია მასში შეხვეულ წყლის ჭურჭელთან და სითბოს აცლის მას. თუ ნიავი ან ქარი უბერავს არა მარტო ტემპერატურის შენარჩუნებაა შესაძლებელი, არამედ მისი დაწევაც, ანუ წყლის გაცივება, |