შეკითხვა:

1ტ მასის რელსი დევს დედამიწაზე. რა სიდიდის მართობული ძალა უნდა მოვდოთ რელსის ერთ ბოლოს რომ დადგეს ვერტიკალურად. ჩემი ვარიანტი:რელსზე მოქმედებს მის ცენტრში მოდებული სიმძიმის ძალა. ბრუნვის ღერძად რელსის მეორე ბოლო ავირჩიოთ(რაკი ვერტიკალურად უნდა დადგესო) და ვუწოდოთ მას A წერტილი. სიმძიმის ძალის მომენტი დადებითია და +M=mg•L/2       +M= 5•103L ჩემ მიერ მეორე ბოლოში მოდებული ძალა საპირისპირო მიმართულების უნდა იყოს და მომენტიც უარყოფითი იქნება.                             -M=F•L  მაააგრამ რაკი მეოთხედი ბრუნი უნდა გააკეთოს რელსმა იმისათვის რომ წამოდგეს, ამიტომ              -M=+M კიარააა არამეეედ: -M=(+M)/4  და მივიღე რომ 1,5•103 ნიუტონი ძალაა რელსის წამოსაყენებლად საჭირო, მაგრამ პასუხებში 5•103 წერია:// ანუ პირდაპირაა გატოლებული საათის ისრის და საპირისპირო მიმართულების მომენტები. თუ შეგიძლიათ გამომარკვიეთ ;//

პასუხი:

 მაააგრამ რაკი მეოთხედი ბრუნი უნდა გააკეთოს რელსმა იმისათვის რომ წამოდგეს, ამიტომ              -M=+M კიარააა არამეეედ: -M=(+M)/4 

მცდარი მსჯელობაა....  მეოთხედი ბრუნვა არაფერ შუაშია და მითუმეტეს    -M=(+M)/4 

მოდი, ჯერ ის გავითავისოთ, თუ რა ძალა გჭირდება  რელსის თავისუფალი  ბოლოს(არადაყრდნობილი)   ოდნავ  წამოწეულ მდგომარეობაში დასაჭერად.... ამ ძალას 

-M=+M  ტოლობით  გამოთვლი და მიიღებ     F = 5•103 ნ -ს

---------------------------------------------

შენს მიერ  მოყვანილი პასუხიდან გამომდინარე (  პასუხებში 5•103 წერია) 

ჩანს, რომ მათ ეს ამოცანა ძალიან  '' შემსუბუქებული''   ფორმით წარმოგვიდგინეს....

----------------------------------

ოლეგი გაბრიაძე