შეკითხვა: | გამარჯობა, წიგნში ასეთი რამ წერია: თუ სხეულზე მოქმედი ძალა ცვლადია და სხეულის მოძრაობის ტრაექტორია მრუდე წირი, მაშინ სხეულის განვლილი მანძილი შეიძლება დავყოთ მცირე უბნებად, რომლებიც ჩაითვლება წრფის მონაკვეთებად, ამ უბნებზე მოქმედი ძალა კი მუდმივად." ცვლადი ძალის დროს აუცილებლად მრუდწირულია მოძრაობა? მადლობა წინასწარ ^_^ |
---|---|
პასუხი: | ცვლადი ძალის დროს აუცილებლად მრუდწირულია მოძრაობა? არა ! ზამბარაზე დაკიდე ტვირთი... შემდეგ ქვევით დაქაჩე და გაუშვი ხელი. ტვირთი ამოძრავდება ქვემოდან ზემოთ წრფივად მაგრამ ცვლადი (კლებადი) დრეკადობის ძალის გავლენით... ან თუნდაც... წარმოიდგინე სწორი ავტობანი და მასზე მოძრაობს ავტომობილი... აქსელერატორის პედალზე ფეხის მიჭერით ან აღებით და მითუმეტეს მუხრუჭის ხმარებით მძროლი წევის ძალას ზრდის ან ამცირებს... შედეგად გვექნება წრფივი აჩქარებული ( მაგრამ არა თანაბარაჩქარებული ) მოძრაობა ამ დროსაც მოძრაობა მაინც უნდა დავყოთ ძალიან მცირე ზომის უბნებად, ისე რომ ამ მცირე უბნებზე ძალის ცვლილება უგულებელვყოთ(ჩავთვალოდ მუდმივად). ---------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |