შეკითხვა:

0.3ა დენისა და 3ვ ძაბვისათვის გათვალისწინებული ოთხი ნათურა უნდა ჩავრთოთ პარალელურად და ვკვებოთ 5.4ვ ძაბვის წყაროდან რა დამატებითი წინაღობა უნდა ჩავრთოთ ნათურებთან მიმდევრობით ?

 

ბატონო ოლეგ იციტ კიდე რა ვერ გავიგე ძაბვა ხომ არის ელექტრული ველის დაძაბულობა  გამრავლებული მანძილზე ანუ Ed თუ ესეა მაშIნ მანძილის გაზრდასთან ერთად რატომ იზრდება ძაბვა  ? მანძილის გაზრდასთან ერთად ველის დაძაბულობა ხომ კლებულობს არა ? გასაგებია რომ რაც უფრო დიდ მანძილის გაივლის ნაწილაკი მით მეტ მუშაობას შეასრულებს მაგრამ ის ძალა რაც ნაწილაკზე მოქმედებს ველის სახით მანძილის გაზრდასთან ერთად ხომ კლებულობს

მადლობთ ყურადღებისთვის.

პასუხი:

----------------------------------------------------

ძაბვა ხომ არის ელექტრული ველის დაძაბულობა  გამრავლებული მანძილზე ანუ Ed თუ ესეა მაშIნ მანძილის გაზრდასთან ერთად რატომ იზრდება ძაბვა  ? მანძილის გაზრდასთან ერთად ველის დაძაბულობა ხომ კლებულობს არა ?

U =Ed  ფორმულა სამართლიანია მხოლოდ ერთგვაროვანი(ერთნაირი დაძაბულობის)  ელ-სტატ ველისათვის... ასეთი ველის მიღება  შესაძლებელია ბრტყელი კონდენსატორის მეშვეობით.     ამ ფორმულით შეიძლება ვისარგებლოთ   არაერთგვაროვანი  ველის მცირე უბნისათვის, რომელზეც ელ-სტატ ველის დაძაბულობის ცვლილება იქნება უმნიშვნელო..

მსჯელობის პირველი ნაწილს  კონტრარგუმენტად  უპირისპირებ  წერტილოვანი მუხტის არაერთგვაროვანი ველის დაძაბულობას, რომლის დაძაბულობა მართლაც კლებულობს მუხტიდან დაშორებისას.

ასეთი მსჯელობა  კი  არალოგიკურია...  იგივეა ტიპს რომ შარი მოდო -

'' რატომ ყურებიანი ქუდი არ გახურავს'' -ოangry

-------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის