შეკითხვა: | უკაცრავად, თქვენს პასუხში რაღაც ვერ გავიგე, A და B წერტილებში საყრდენის რეაქციის ძალები სხვადასხვა მიმართულებით რატომ არიან მოდებულნი? 60სმ სისქის კედელში ჩამაგრებულია 2,4მ სიგრძის კოჭი რომლის თავისუფალ ბოლოზე დაკიდებულია 2ტონა მასის ტვირთი რა ძალებით მოქმედებს კოჭი კედლის A და B წერტილებზე? წარმოვიდგინოთ რომ მთლიანად კოჭა არის AO მონაკვეთი. AB მონაკვეთი წარმოადგენს კედელში ჩარჭობილ ნაწილს ხოლო BO მონაკვეთი კედლიდან გამოშვერილ ნაწილს. |
---|---|
პასუხი: | აგერ თურმანიძის მალამო.
ნახაზზე შეგნებულად ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობა, როდესაც კედლის ჭრილი(ხვრელი) ოდნავ ფართოა კოჭის ზომასთან შედარებით სადაც ჩანს, რომ კოჭი მარცხენა ბოლოში ( A წერტილი) ზედა მხრით ეყრდნობა(აწვება) კედელს და მოქმედებს მასზე ქვევიდან ზემოთ მიმართული N1 ძალით. ნიუტონის მესამე კანონის თანახმად კედელშიც აღიძვრება საპასუხო (რეაქციის) საპირისპირო მიმართულების F1 ძალა რომლითაც იგი მოქმედებს კოჭაზე(ზემოდან ქვემოთ) ... N1 = F1..... მაგრამ კოჭას შუალედური უბანი( B წერტილში) ქვედა მხარით ეყრდნობა კედელს, რის გამოც კედელი მასზე მოქმედებს ქვემოდან ზემოთ მიმართული F2 რეაქციის ძალით ... N2 = F2 და თუ არ გჯერა რომ ეს ასეა, მაშინ აიღე იატაკის საწმენდი ჯოხი... დაკიდე მის მარჯვენა ბოლოში რაიმე მძიმე ტვირთი... მარცხენა ხელით მარცხენა ბოლოში( A ) და მარჯვენა ხელით შუალედურ ნაწილში ( B ) შეეცადე დაიკავო ჰორიზონტალურად...რას გრძნობ?(გმადლობთ, არა მიშავს ).... საზოგადოდ რეაქციის ძალა აღიძცრება სხეულთა ერთმანეთზე მიჭერისას... იგი კუმშვის დრეკადობის ძალაა და მიმართულია შეხების წერტილში შეხების ზედაპირის მართობულად ( ერთი მეორეზე და მეორე პირველზე). მას ხშირად აღნიშნავენ R, Q, N, F, ... სიმბოლოებით, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. მეტი რა გითხრა.... ჰო, დოლარი გამყარდაო, კიდევ... ---------------------------- ოლეგი გაბრიაძე |