შეკითხვა:

სადაცაა გამლახავთ :D D: D:D ავტობუსი აჩქარებულად რომ იწყებს მოძრაობას, ე.ი. მისი სიჩქარე ყოველ წამში რომ იცვლება, რა დაემართება უძრავ მაგიდაზე დადებულ ბურთულას? (ინერცია რო არ იქნება მაგას მივხვდი --თანაბარი რაკი არაა :DDDDD ) ამაზე  მიპასუხეთ და მომავალ შაბათ-კვირამდე გადავშენდები :D 

პასუხი:

ისევ და ისევ ინერცია!

ბურთულა შეეცდება შეინარჩუნოს თავისი  v = 0 (უძრაობის) მდგომარეობა), რის გამოც იგი გაგორდება მაგიდის ზედაპირზე ავტობუსის მოძრაობის საწინააღმდეგოდ!

------------------------------------------

გაითავისე ის, რომ უძრაობა და წრფივი თანაბარი მოძრაობა იდენტური ცნებებია... ამის გათავისებაში  ადამიანებს ის უშლის ხელს, რომ მოძრაობა ასოცირდება  ''ჯაყჯაყთან'' და ''კისრის ტეხვასთან'' wink

უბრალოდ - უძრაობა ეს იგივეა , რაც  წრფივი თანაბარი მოძრაობა   v = 0 მნიშვნელობის სიჩქარით. ... უძრაობა წრფივი თანაბარი მოძრაობის კეძო შემთხვევაა v = 0 მნიშვნელობით ...

ინერცია კი სიჩქარის   შენარჩუნების   ''სურვილია" ... და რაც მეტია ეს ''სურვილი", მით მეტად ინერულია-ო ეს სხეული - ვამბობთ... და ასეთ სხეულს მეტი მასით ვზომავთ.

მაგრამ ამ ''სურვილის" ასრულება დამოკიდებულია მაგიდასა და სხეულს შორის უძრაობის ხახუნზე. რადგანაც შენს ამოცანაში  სხეულს ბურთულას ფორმა აქვს, ამიტომ ბურთულა ადვილად გაგორდება, რამეთუ  ზოგადად გორვის ხახუნი სრიალის ხახუნთან  შედარებით  გაცილებით ნაკლებია.  მაგრამ სხეულს რომ ძელაკის ფორმა ქონოდა, მაშინ ავტობუსის აჩქრებასთან და  ხახუნის კოეფიციენტთან დამოკიდებულებით ძელაკი ან გასრიალდებოდა მაგიდაზე და ან ვერა...

 დაწვრილებით ამის თაობაზედ  საუბარია  ვიდეოპასუხში

და საერთოდ, დაათვალიერე სხვა კითხვა-პასუხები.... ჯეკპოტს მოიგებთქო ვერ დაგპირდებით, მაგრამ ფიზიკაში ნამდვილად წინ წაიწევcheeky