შეკითხვა:

თუ სინათლის სხივი ჰაერიდან ეცემა მინის ბრტყელპარალელურ ფირფიტას 40 გრადუსიანი კუთხით, მაშინ სხივის ფირფიტიდან გამოსვლისას გარდატეხის კუთხე იქნება.........

პასუხი:

სინათლის გარდატეხის კანონის თანახმად დაცემული და გარდატეხილი სხივები, ასევე გარდამტეხი ზედაპირის პერპენდიკულარული დაცემის წერტილში აღმართული წრფე არიან ერთ სიბრტყეში. α დაცემის კუთხის სინუსის ფარდობა  γ გარდატეხის კუთხის სინუსთან მუდმივი სიდიდეა ორი მოცემული გარემოსთვის:

\(\frac{\sin \alpha }{\sin \gamma }=n\)

n მუდმივ სიდიდეს ეწოდება ფარდობითი გარდატეხის მაჩვენებელი მეორე გარემოსთვის პირველის მიმართ. გარემოს გარდატეხის მაჩვენებელს ვაკუუმის მიმართ ეწოდება გარდატეხის აბსოლუტურ მაჩვენებელს.

ორი გარემოს ფარდობითი გარდატეხის მაჩვენებელი ტოლია მათი აბსოლუტური გარდატეხის მაჩვენებლების ფარდობისა  n = n2 / n1.

სინათლის ბრტყელპარალელურ ფირფიტაში გავლისას სინათლე თავის გზაზე ორჯერ გარდატყდება, რის შედეგადაც ფირფიტაზე დაცემული სხივი და ფირფიტიდან გამოსული სხივი ერთმანეთის პარალელური იქნება.

ასე, რომ თუ დაცემის კუთხე ბრტყელპარალელურ მინაზე იყო 40 გრადუსი, არეკვლის კუთხეც იქნება 40 გრადუსი.