შეკითხვა: | ასეთი ამოცანა გვითხრა მასწავლებელმა: ზედაპირი გლუვიაო და µ=0,3. წევის ძალა=26ნ და იპოვეთ ხახუნის ძალაო. მერე ახსნა რომ რაკი წერია გლუვიაო ზედაპირიო ამ სიტყვაში უკვე ყველაფერი იგულისხმებაო და ამიტომ ხახუნის ძალა უდრის წევის ძალასო და ხახუნის კოეფიციენტი დასაბნევად იყო მოცმულიო. მგონი პირობას რაღაც აკლია.. არ უნდა ეწეროს რომ თანაბარია მოძრაობა? და როცა µ=0,3(და თან ვიცით რომ ხახუნი 1ის ტოლი თუა ზალიან დიდია) რანაირადაა გლუვი :// რას იტყვით |
---|---|
პასუხი: | მდაა!! შენს ნათქვამში ეჭვის შეტანის უფლება არ მაქვს... მაგრამ არც იმის დაჯერება მინდა მასწავლებელი ასე გეტყოდა. მოკლედ, იყო რაღაც გაურკვლებლობა... ახლა კი გავარკვიოთ: გამონათქვამი ''ზედაპირია გლუვია'' - ნიშნავს ხახუნი უგულებელყოფილია µ=0. ასეთ შემთხვევაში ზედაპირის არამართობული ძალის მოქმედების შედეგად მოძრაობა აუცილებლად იქნება აჩქარებული. რადგანაც ხახუნის კოეფიციენტი მოგვცეს, ე.ი. ზედაპირიც ვერ არის გლუვი და ზედაპირის არამართობული ძალის მოქმედების შედეგად ამ ძალის სიდიდისგან დამოკიდებულებით სხეული შესაძლებელია იყოს როგორც ა) უძრაობის - Fწევ < µN ბ) წრფივი თანაბარი მოძრაობის - Fწევ = µN და გ) აჩქარებული მოძრაობის - Fწევ > µN ( µN = Fხახ. სრიალის = Fხახ. უძრ . მაქს) მდგომარეობაში. ასე, რომ შენი ეჭვები მართებულია. --------------------------- ოლეგი გაბრიაძე |