შეკითხვა:

გთხოვთ  ამიხსნათ  კინეტიკური ენერგიის თეორემა... 

პასუხი:

შეიძლება ითქვას რომ კინეტიკური ენერგიის თეორემა უნივერსალური თეორემაა:

ძალთა ტოლქმედის მუშაობა კინეტიკური ენერგიის ცვლილების ( საბოლოოს - საწყისი )

ტოლია ---- რაც იგივეა, რომ სხეულის გადაადგილების მთლიან პროცესში  მასზე მოქმედი თითოეული ძალის (თუნდაც რომელიმე  მათგანი მთლიანი გადაადგილების რომელიმე მცირე უბანზე მხოლოდ ეპიზოდურად მოქმედებდეს) მუშაობათა ალგებრული ჯამი ( ზოგი დადებითი, ზოგი უარყოფითი და ზოგიც ნოლის ტოლი)  კინეტიკური ენერგიის ცვლილების ტოლია:

A1 + A2 + A3 + ... + An  = mv2/2 - mvo2​/2