შეკითხვა: | რა კუთხით უნდა დაეცეს სხივი წყლიდან მინის ზედაპირს, რომ არეკლილი სხივი გარდატეხილის მართობული იყოს? |
---|---|
პასუხი: | წყლის გარდატეხის მაჩვენებელი არის n1=1.33, ხოლო მინისა - n2=1.7, მაშინ \(\frac{\sin \alpha }{\sin \beta }=\frac{n_{2}}{n_{1}}\) (1) სადაც \(\alpha\) არის დაცემის კუთხე, ხოლო \(\beta\) გარდატეხის კუთხე. რადგან არეკვლის კუთხე ტოლია დაცემის კუთხის ამიტომ პირობის თანახმად \(\beta =90^{^{o}}-\alpha\). ჩავსვათ ეს (1)-ში \(\frac{\sin \alpha }{\sin \left (90^{^{o}}-\alpha \right ) }=\frac{n_{2}}{n_{1}}\) => \(tg \alpha =\frac{n_{2}}{n_{1}}\) => \(\alpha =arctg\left ( \frac{n_{2}}{n_{1}} \right )\) \(\approx\) \(52^{^{o}}\) |