შეკითხვა: | გასასვლელი გზის მეოთხედი მატარებელმა გაიარა 60 კმ/სთ სიჩქარით.რა სიჩქარით უვლია მატარებელს გზის დარჩენილ ნაწილზე,თუ საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე 40 კმ/სთ-ია? ეს ვერ გავიგე როგორ ამოვხსნა. მემგონი მოცემულობას რაღაც აკლია
|
---|---|
პასუხი: | დავუშვათ გზის მეორე ნაწილზე მატარებლის სიჩქარე არის v კმ/სთ. გასავლელი მანძილი დაყავი 4 ტოლ ნაწილად... თითოული დავუშვათ არის S კმ... პირველი S კმ-ს გავლას მატარებელი მოანდომებდა t1= S/60 სთ-ს, ხოლო დარჩენილი 3S კმ-ს გავლას კი t2= 3S/v სთ-ს. თავის მხრივ ცნობილია რომ მატარებელმა მთლიანი 4S კმ გაიარა 40 კმ/სთ საშუალო სიჩქარით, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ გზას მან t = 4S/40 სთ მოანდომა. გამოდის, რომ შესაძლებელია ასეთი განტოლების დაწერა: S/60 + 3S/v = 4S/40......>>>... 1/60 +3/v = 1/10... მიალაგ-მოალაგე და ამოხსენი v = ???? |