შეკითხვა:

მზის სხივები დედამიწის ზედაპირს ეცემა 50 გრადუსიანი კუთხით. ჰორიზონტის მიმართ რა კუთხით უნდა მოვათავსოთ ბრტყელი სარკე, რომ მისგან არეკლილი სხივები იყოს ჰორიზონტალური?

პასუხი:

ჰორიზონტი მზის სხივთან ადგენს 50+90=140 გრადუსიან კუთხეს, ანუ დასახვედრებელ სარკეზე აღმართული ნორმალი ამ კუთხეს გაყოფს შუაზე (რადგან დაცემის კუთხე ტოლია არეკვლის კუთხის) და მზის სხივთან შეადგენს 140/2=70 გრადუსიან კუთხეს ხოლო ჰორიზონტთან კი 70+40=110 გრადუსიან კუთხეს (40 არის სხივსა და ჰორიზონტს შორის კუთხე).

აქედან გამომდინარე სარკე ჰორიზონტთან შეადგენს 110-90=20 გრადუსიან კუთხეს.