შეკითხვა:

აუჰ გადამიყოლა ამ ინერციამ და გადაგაყოლეთ თქვენც! აი ეს ტესტი ვერ გავიგე ვერ მივხვდი და თუ შეგიძლიათ რომ ამიხსნათ: რომელია მეტად ინერტული: ა)მორბენალი რომლის მასა 60კგ-ია და 7მ/წმ-ით გარბის. ბ)მორბენალი რომელიც 70კგ-ია და წამოწოლილი ისვენებს გ) უძრავი 1კგ მასის ბურთი დ)ვარდნილი 2 კგ მასის ბურთი -------------> ესე იგი მასწმა თქვა ზუსტად ასე: სწორია ბ იმიტომ რომ რაც მეტია მასა მეტად ინერტულია სხეულიო. როგორც მე თქვენი წინა "ლექციიდან" გავიგე, ორი სხეულის შედარება ინერულობის თვალსაზრისით შემიძლია მაში როცა მათზე ტოლი ძალები მოქმედებს და რომელიც ნაკლებ აჩქარებას შეიძენს ის მეტად ინერტული იქნება. აქ სად ჩანს ეს ტოლი ძალააა?? საიდან გამომდინარე ვამბობთ რომ მეორეა ყველაზე ინერტულიი---რავიცი მე იმან რა აჩქარება შეიძინა ვიდრე გაჩერდა?! აუფ გეხვეწებით რა ამიხსენით ეს ტესტი- რატომ არა პირველი, მესამე და მეოთხე და რატომ მაინცდამაინც მეორე. ძალიან გთხოვთ და იქნება დამთავრდეს ეს ჩემი "ინერციული" გაუგებრობაც ://

პასუხი:

კი! ... იმ ''ლექციაში'' ნამდვილად მოგწერე, რომ: .....''ნაკლებად ინერტულ სხეულს უწოდებენ და მას გაზომავენ ნაკლები მასით''

და, რადგანაც სხეულები  უკვე მოიხსნიეს განსხვავებული მასებით: 60 კგ; 70 კგ; 2კგ;  და ა.შ... , ეს უკვე  ეჭვსგარეშე ნიშნავს, რომ მათი ინერტულობა  უკვე წინასწარ  გუზომავთ  ( მაგ ''აწონვის" მეთოდით) - ანუ თუ მათზე ვიმოქმედებთ ერთიდაიგივე ძალებით ისინი მასების უკუპროპორციულ აჩქარებებს შეიძენენ. მაგ: თუ თითოეულ მათგანზე ვიმოქმედებთ 420 ნ ძალით, ისინი შესაბამისად შეიძენენ   7 მ/წმ2; 6 მ/წმ2​;   210 მ/წმ2​  აჩქარებებს

 ---------------------------

ისე, კაცი უკვე წამოწოლილა... მეტი ინერტულობა რაღა გინდაwink