შეკითხვა: | გამარჯობა, რაღაც მინდა გკითხოთ; ვთქვათ სხეული მოძრაობს ვერტიკალზე აჩქარებულად. მას აჩქარებას ანიჭებს მასზე მოქმედი ძალების ტილქმედი, და დავწერთ ასეთ რამეს: ma=mg+N; როცა საყრდენის რეაქციის და სიმძიმის ძალა ტოლები იქნება აჩქარებაც 0 იქნება და სხეული იმოძრავებს წრფივად და თანაბრად ან იქნება უძრავი. კიმაგრამ, საყრდენის რეაქციის ძალა როგორ აწონასწორებს სიმძიმის ძალას, მაშინ როცა სიმძიმის ძალა მოდებულია სხეულის მასათა ცენტრზე, ხოლო საყრდენის რეაქციის ძალა-საყრდენზე? ამასთან, საყრდენის რეაქციის ძალის მოპირდაპირე ძალა წონაა N=-P; ასე რომ, რატომ აწონასწორებს სიმძიმის და საყრდენის რეაქციის ძალები ერთმანეთს? მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | საყრდენის რეაქციის ძალას უწოდებენ იმ ძალას, რომელიც სხეულის დაწოლის გამო აღძრულია საყრდენში(კუმშვის დრეკადობის ძალა) და შესაბამისად ეს შეკუმშული საყრდენი აწვება სხეულს ქვემოდან ზემოთ - ანუ იგი მოდებულია სხეულზე და ყოველთვის მიმართულია საყრდენი ზედაპირის მართობულად. ხშირად მას აღნიშნავენ N - ით ან Q -თი. მეტი სიცხადისათვის იხილე ბმული |