შეკითხვა: | 1) 800მ/წმ სიჩქარით მოძრავი 9გ მასის მქონე ტყვია ხვდება ფიცარს და რაღაც სიღრმეზე ჩერდება.გამოთვალე,რა მუშაობა შეასრულა ტყვიამ ხახუნის ძალის დაძლევაზე. |
---|---|
პასუხი: | 1) დაჯახებამდე ტყვიას გააჩნდა კინეტიკური ენერგია \(\frac{mv^{2}}{2}\), ტყვია გაჩერდა, ესე იგი მან ეს ენერგია დახარჯა ხახუნის ძალის დაძლევაზე ანუ ჩვენი საძიებელი სიდიდე ტოლია \(\frac{mv^{2}}{2}=\frac{64\cdot 10^{4}\cdot 9\cdot 10^{-3}}{2}=288\) ჯოული. 2) მქკ ტოლია სასარგებლო მუშაობისა და სრული, შესრულებული მუშაობის ფარდობის: \(\eta=\frac{A_{1}}{A_{2}}\), სასრგებლო მუშაობა არის ის, რომ ამწეს 100მ სიმაღლეზე ააქვს 900 კგ ტვირთი \(A_{1}=mgh=900\cdot 10\cdot 100=9\cdot 10^{5}\)ჯ, ხოლო სრული მუშაობა ტოლია ძრავის მიერ 10წთ-ში(600წმ-ში) შესრულებული მუშაობა: სიმძლავრის განმარტების თანახმად შეგვიძლია დავწეროთ - \(A_{2}=Nt=2\cdot 10^{3}\cdot 600=12\cdot 10^{5}\) ჯ, ანუ მქკ ტოლია: \(\eta=\frac{9\cdot 10^{5}}{12\cdot 10^{5}}=\frac{3}{4}\), პროცენტულად \(\eta=75\%\). 3) როგორც ზევით აღვნიშნეთ მქკ ტოლია სასარგებლო მუშაობისა და სრული, შესრულებული მუშაობის ფარდობის: \(\eta=\frac{A_{1}}{A_{2}}\), სრული მუშაობა ამოცანაში მოცემული გვაქვს - \(A_{2}=3600\)ჯ, ხოლო სასარგებლო მუშაობა არის ის მუშაობა ტვირთვი ყოველივე დახრილი სიბრტყის გარეშე რომ აგვეტანა \(h=2,4\)მ სიმაღლეზე, ანუ \(A_{1}=mgh\), ესე იგი მქკ ტოლია: \(\eta=\frac{mgh}{A_{2}}\Rightarrow m=\frac{A_{2}\eta}{gh}\), ჩავსვათ რიცხვითი მნიშვნელობები, მივიღებთ: \(m=\frac{3600\cdot 40\%}{24}=60\)კგ. |