შეკითხვა:

უი, თქვენმა ერთმა პასუხმა ერთი მეტ-ნაკლებად საინტერესო კითხვა შთამაგონა :D  1.მატარებელი დამუხრუჭდა-მაგიდაზე დევს ორი ბურთულა, ერთი უფრო დიდი მასის ვიდრე მეორე. დიდი მასის უფრო დიდხანს იგორებს?(ის ხომ მეტად ინერტულია, ინერცია კი სიჩქარის შენარჩუნების მოვსენას ქვია) ამან თავის მხრივ კიდევ ერთი კითხვა დაბადა --2. როცა ვამბობთ რომ მეტად ინერტული სხეული უფრო ნაკლებად იცვლის სიჩქარესო, ანუ აქ რა იგულისხმება, დიდი და პატარა მასის სხეულების მიერ დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში სიჩქარის ცვლილება განსხვავდება? და ერთიც რაა :/ 3.თუ მეტად ინერთული ნაკლებად იცვლის სიჩქარეს, ე.ი. გამოდის რომ უფრო დიდხანს ინარჩუნებს ზოგადად სიჩქარეს(მოძრაობას), ე.ი. რა გამოოდის მე დიდი ქვა რო ვისროლო და პატარა, დიდი უფრო დიდხანს იგორეებს?? o.O რაღაც წვეტიანი აზრები მაწუხებს დღეს მგონი :// იქნება დამეხმაროთ ისევ და ისევ ://

პასუხი:

მე-11 კლასში ვარო?...შევცდი - ჯარ ისევ ჩოკინა მეგონეwink

მოკლედ!   ორი სხეულის ურთიერთქმედებისას(ერთმანეთთან ქმედებისას) რომელიც ერთიდაიგივე დროში მეტად შეიცვლის სიჩქარეს(ანუ მეტ აჩქარებას შეიძენს... მეტად ''მკვირცხლად'' მოიქცევა... ნაკლებად დაემორჩილება ინერციის  მოვლენას)  ნაკლებად ინერტულ სხეულს უწოდებენ და მას  გაზომავენ ნაკლები მასით. და აქ უმთავრესი ისაა რომ ურთიერთქმედებისას  ნიუტონის მესამე კანონის თანახმად  ისინი ერთმანეთზე მოქმედებენ ტოლი მოდულის ძალებით.

გავარჩიოთ შენი კითხვა:  მატარებელში უძრავად დამაგრებულია მაგიდა... მატარებელი თანაბრად მოძრაობს ჰორიზონტალურად... მაგიდაზე დევს მძიმე და მსუბუქი ერთნაირი მასალისაგან დამზადებული  ძელაკი... მაგიდის ზედაპირი გლუვია(ხახუნი უმნიშვნელოა).... მატარებელი დამუხრუჭდა...

ორივე ძელაკი ინერციით გააგრძელებს მოძრაობას.... ორივენი გასრიალდებიან მაგიდის ძედაპირზე და რადგანაც ხახუნი უმნიშვნელოა ისინი ერთნაირად ერთმანეთის გვერდიგვერდ გააგრძელებენ სრიალს  მაგიდიდან ჩამოვარდნამდე.

ახლა გავითვალისწინოთ ხახუნი... რომელიც როგორც ალბათ იცი, რომ სხეულის წონის პროპორციულია    Fხახ = \(\mu\) (mg) - ანუ შესაბამისად მძიმე სხეულზე პროპორციულად მეტი დამამუხრუჭებელი ძალა იმოქმედებს მსუბუქთან შედარებით - ანუ მათზე ტოლი ძალები არ მოქმედებენ... რის გამოც ნიუტონის მეორე კანონის თანახმად  თითოეული მათგანი  შეიძენს ერთიდაიგივე აჩქარენას:  a = \(\mu\) (m1g) / m1\(\mu\) (m2g) / m2 \(\mu\)g .... შედეგად  მსგავსად პირველი შემთხვევისა   ისინი ერთნაირად ერთმანეთის გვერდიგვერდ ოღონდ უკვე კლებადი სიჩქარით  გააგრძელებენ სრიალს.

და თუ მაგიდაზე ძელაკების ნაცვლად მოთავსებულია მძიმე და მსუბუქი ბურთულა და ამასთან ერთად  თუ ჩავთვლით,   რომ  გორვის ხახუნი ორივესათვის ერთნაირია- ტოლი-ა (რაც უმრავლეს შემთხვევებში რეალობასთან ძალიან ახლოსაა), მაშინ მატარებლის დამუხრუჭებისას მძიმე ბურთულა მეტად შეინარჩუნებს სიჩქარეს - ნაკლებ აჩქარებას შეიძენს  a = F/m ...გვიან გაჩერდება  t = v/ a...  მეტ მანძილს გაივლის S = vo2 / 2a.

---------------------------

დანარჩენი შენ იცი