შეკითხვა: | ბატონო ოლეგი ბიძია გამარჯობა ^_^ :DD რაღაც პრიმიტიული შეკითხვებით უნდა შეგაწუხოთ :/ : 1. მეუბნებიან იპოვეო საწყისი და საბოლოო მდებარეობის გეგმილებიო; ანუ აქ უბრალოდ კოორდინატები უნდა ამოვწერო ხო? (მერე ცალკე მთხოვენ გადაადგილების გეგმილსაც, ეგ გასაგებია) 2,ვერ მივხვდი თვითმფრინავი ჰაერში ფრენისას რატომ არ შეიძლება ჩავთვალო ნივთიერ წერტილად-ჰაერში ხომ დიდი სივრცე იგულისხმება რომელთან შედარებითაც შემიძლია უგულებელვყო თვითმფრინავის ზომები?! 3.ჰაერის წინააღმდეგობის ძალის განსაზღვრისას ნივთიერ წერტილად ხო იმიტომ ვერ ჩავთვლით რომ F=µMg? 4. ჰაერის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრისას თუ შეიძლება დედამიწა ნივთიერ წერტილად ჩაითვალოსო..---> არა ხო? იმიტომ რომ სიჩქარე დედამიწაზე უნდა განვსაზღვროთ და ამისთვის მისი განვლილი მანძილი დაგვჭირდება და ე.ი. ზომასაც ვერ უგულებელვყოთ ხომ? მადლობები წინასწარ :P:DDD |
---|---|
პასუხი: | გაგიმარჯოს ''ბიძიკო" 1) აქ უბრალოდ კოორდინატები უნდა ამოვწერო ხო? ------ ხო! 2) თვითმფრინავი ჰაერში ფრენისას რატომ არ შეიძლება ჩავთვალო ნივთიერ წერტილად უცნაური კითხვაა...ჰაერი რა შუაშია?....რა, ჰაერში ფრენისას თვითმფრინავი ნივთიერ წერტილად არ ჩავთვალოთ და აჯაფსანდალში ფრენისას კი?... ბჯოო! დევიჯერო თვითმფრინავი სხვა რამეშიც დაფრინავს ვითომ?... თუმც ალბათ ამ კითხვის ავტორი შესაძლებელია ასე ფიქრობს: - თვითმფრინავის ფრენა (ზოგადად ფრინველის ფრენა) გამოწვეულია ბერნულის კანონით განპირობებული ფრთის ამწევი ძალით - ჰაერის წნევათა სხვაობით ფრთის ზედა და ქვედა მხარეებს შორის, რისთვისაც აუცილებლად გასათვალისწინებელია ფრთის როგორც ზომა ასევე ფორმა . მოკლედ რომელ ავტორს რა უფრენს თავში ნამდვილად არ ვიცი ''ძმისწულო'' 3) აღარ ხო! F=µMg არაფერ შუაშია... ეს სრიალის ხახუნის ძალის ფორმულაა - ორი ზედაპირის შეხებისას მუშაობს. ჰაერის წინააღმდეგობის ძალა სხეულის ზომასა და ფორმაზეა დამოკიდებული, რის გამოც ამ ძალის განსაზღვრისას თვითმფრინავის ზომებს ცხადია ვერ უგულებელვყოფთ - ანუ ნივთ. წერტილად ვერ ჩავთვლით. 4) ჰაერის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრისას თუ შეიძლება დედამიწა ნივთიერ წერტილად ჩაითვალოს? მართალი ხარ - არა -------------------------------------- გამონათქვამი '' ბატონო ოლეგი ბიძია'' არ არის სწორი .... ან მარტო ''ბატონო'' და ან მარტო ''ბიძია'' უნდა გამოიყენო... ან კიდევ უფრო მარტივად - ''მასწ''...(ოღონდ ''წ'' არ დააკლო - მთლად არ გააბრიაბრუო)
|