შეკითხვა: | გამარჯობა, იქნებ რამდენიმე კითხვაში დამეხმაროთ(გავჭედე :///) 1. რატომ არ მოძრაობს ვერტიკალურ წრფეზე სხეული, რომელიც გადმოვარდა ვერტმფრენიდან მისი ჰორიზონტალური ფრენის დროს? 2. რატომ არ შეიძლება მოძრავი ავტობუსიდან გადმოხტომა??(არ ვაპირებ :DD უბრალოდ ფიზიკური ახსნის პოვნა ვერ მოვახერხე :DD) 3. ბურთი რომელიც მოთავსებულია თანაბრად მოძრავი მატარებლის მაგიდაზე, ამოძრავდა მატარებლის მოძრაობის მიმართულებით. რა ცვლილებები მოხდა მატარებლის მოძრაობაში?(აქ მგონია რომ გაჩერდა პატივცემული მატარებელი მაგრამ ამ გაჩერებით რა მოხდა... ჰო.. საინტერესოა.. ) დამეხმარეთ ძალიანა გთხოოვთ |
---|---|
პასუხი: | კარგი ბიჭი ხარ!... 1) რატომ არ მოძრაობს ვერტიკალურ წრფეზე სხეული, რომელიც გადმოვარდა ვერტმფრენიდან მისი ჰორიზონტალური ფრენის დროს? პირველი და მთავარი:... აუცილებლად უნდა უგულებელვყოთ ჰაერის ზეგავლენა - სხეულის მოძრაობას მხოლოდ დედამიწის მიზიდულიბის ძალის(იგივე სიმძიმის ძალის) გავლენით სხეულის თავისუფალ ვარდნას უწოდებენ. მეორე: მოძრაობა (უძრაობაც) ფარდობითია, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის ტრაექტორიაც, გადაადგილებაც, გავლილი მანძილიც და სიჩქარეც სხვადასხვა დამკვირვებლის მიმართ სხვადასხვაა... ანუ, ჰორიზონტალურად თანაბრად მოძრავი ვერტმფრენიდან გადმოვარდნილი ტვირთი (რამეთუ იგი გადმოვარდნამდე ამ ვერტმფრენს ''ეკუთვნოდა'' - იგივე ვერტმფრენის სიჩქარით მოძრაობდა) ვერტმფრენის მიმართ იმოძრავებს ვერტიკალურად ქვევით ...ტვირთი ყოველთვის ვერტმფრენის ქვეშ ვერტიკალის გასწვრივ მოძრაობს - იტყვის პილოტი (ხაზგასმით ვამბობ, რომ ჰაერის გავლენას არ ვითვალიწინებთ ... რეალურ შემთხვევაში ტვირთი ნამდვილად ჩამორჩება ვერტმვრენს) მაგრამ სულ სხვაგვარად აღწერს ამ ტვირთის მოძრაობას დედამიწაზე უძრავად მყოფი დამკვიებვებელი: -- ტვირთი მრუდ წირზე(პარაბოლაზე) მოძრაობს-ო...(რეალურ შემთხვევაში ტრაექტორია ისევ მრუდი წირი იქნება, მაგრამ არა პარაბოლა) 2) როგორ არ შეიძლება კაცო... მაგრამ მაგასაც ცოდნა უნდა: - ავტობუსის მოძრაობის მიმართულებით უნდა ჩახტე და დედამიწაზეც მოძრაობის მიმართულებით უნდა გაირბინო ... ანუ დედამიწაზეც იგივე სიჩქარე უნდა შეინარჩუნო, რაც გადმოხტომამდე გქონდა - წინააღმდეგ შემთხვევაში წაიქცევი. ისე, მაინც ჯობს არ გადმოხტე .. ნუ გაიხდი უკვანტავ საქმეს საკვანტავად 3) უფრო სწორად მატარებელი დამუხრუჭდა(შესაძლებელია ბოლომდე არც გაჩერდა) და ბურთმა ინერციით განაგრძო მოძრაობა ( სხეულის მიერ სიჩქარის შენარჩუნების მოვლენას ინერციას უწოდებენ) ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |