შეკითხვა:

სიხისტის კოეფიციენტი k მუდმივი სიდიდეა?

პასუხი:

ხშირად საუბრობენ ზამბარის სიხისტეზე.....მცირე   დეფორმაციის(10%) ფარგლებში მოცემული ზამბარისათვის  იგი მუდმივი სიდიდეა.  სხვადასხვა ზამბარებისათვის  ცხადია სიხისტე სხვადასხვა იქნება მასალის გვაროვნების, სიგრძისა და სიმსხოს   მიხედვით.

დადგენილია რომ მცირე დეფორმაციებისას  დრეკადი ღეროს   სიხისტე პროპორციულია ღეროს განივკვეთის (სიმსხო)  S  ფართობისა  და უკუპროპორციულია     არადეფორმირებული    ღეროს    სიგრძისა   lo

  \(k= E\cdot \frac{S}{l_{o}}\)  .......     E -- პროპორციულობის კოეფიციენტს უწოდებენ იუნგის მოდულს და იგი ღეროს მასალის   დრეკად  გვაროვნებას  გვიჩვენებს - მოცემული მასალისათვის ცხადია იგი  მუდმივი სიდიდეა..

-----------------------

ოლეგი გაბრიაძე