შეკითხვა: | გამარჯობა ^_^ რთული შეკითხვით არ მოვსულვარ :D ესე იგი მასწმა ნიუტონის კანონები ახსნა და ძალების ტოლქმედზე მიდგა საქმეე.. ახლა წარმოიდგინეთ რაღაც ა წერტილი და ამ წერტილში მოდეთ ორი ძალა, ერთმანეთის მიმართ 105º კუთხით. ანუ შეიქმნა ბლაგვი კუთხე. აქ ტოლქმედი რა იქნება?? მასწმა ტქვა რომ აი ეს ბლაგვი კუთხე რო სამკუთხედამდე შევავსოთ და კოსინუსების თეორემით ვიპოვოთ ის გვერდიო აი ეგაა ტოლქმედიო; ანუ გამოდის ეს ბლაგვი კუთხე პარალელოგრამამდე რო შევავსოთ, მის დიდ დიაგონალზე მითხრა მასწმა ტოლქმედიაო; მე რატომღაც მგონია რომ პატარა დიაგონალია ტოლქმედი(მეცხრე კლასში ვექტორების შეკრება რომ ვისწავლეთ://///) დააა ჩემი მოსაზრება გავუზიარე:/// ასე მითხრა ეგ ვექტორულადო:// ისმის კითხვა, ტოლქმედი თუ ვექტორული ჯამი არ არის სადაა ჭეშმარიტებაააა?????/ მიშველეთ :DD |
---|---|
პასუხი: | ვფიქრობ, მასწავლებელიც იგივეს გეტყოდა... ერთ წერტილში მოდებული ორი ძალის ტოლქმედი(იგივე ვექტორული ჯამი... იგივე გეომეტრიული ჯამი) წარმოადგენს ამ ვექტორებზე აგებული პარალელოგრამის დიაგონალურ ვექტორს, რომელიც გავლებულია შესაკრები ძალების მოდების წერტილიდან მოპირდაპირე წვეროსაკენ..... ანუ შენს ამოცანაში მართლაც პატარა დიაგონალი, რომლის მოდულს დათვლი კოსინუსების თეორემით....სადაც თავისმხრივ უნდა გამოიყენო ჯამის კოსინუსის ფორმულა.... Cos105o =Cos(60o + 45o) = ..უნდა გაშალო ფორმულით....= Cos60Cos45 - Sin60Sin45 =...... -------------------------------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |