შეკითხვა: | გამოთვალეთ ერთი აირის მოცულობა ნორმალურ პირობებში, დამეხმარეთ . რამეე მაგალითი მითხარით |
---|---|
პასუხი: | ალბათ გულისხმობთ ერთი მოლი აირის მოცულობას. თუ ასეა, ჯერ განვმარტოთ რა იგულისხმება ნორმალურ პირობებად. აირის ტემპერატურისა და წნევისთვის ნორმალურ პირობებად იგულისხმება ტემპერატურისა და წნევის ის მნიშვნელობები (ტემპერატურა 0°С და წნევა 760 მმ.ვ.წყ), რომლითაც დარდება სხვადასხვა გაზის ტემპერატურასა და წნევაზე დამოკიდებული ფიზიკური სიდიდეები ერთმანეთს. განმარტების თანახმად, ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს ერთი და იმავე რაოდენობის ატომებს. მეორეს მხრივ, ავოგადროს კანონის თანახმად, ნებისმიერი აირის ეღტი და იმავე რაოდენობის ატომები ერთნაირ პირობებში იკავებენ ერთნაირ მოცულობებს. აქედან გამოდის, რომ განსაზღვრული ტემპერატურისა და წნევის დროს ნებისმიერი აირის ერთი მოლი იკავებს ერთსა და იმავე მოცულობას. ნორმალურ პირობებში ეს მოცულობა არის Vმოლ = 22.4138 ± 0.0070 ლ/მოლ. |