შეკითხვა: | როდესაც დინამომეტრის ნელ-ნელა ქვევით დაწევით მასზე დაკიდებული სხეული მთლიანად წყლით დაიფარა და დინამომეტრის ჩვენება 4 ნ-ით ნაკლები აღმოჩნდა, მასინ სხეულის წონა გაიზრდება, შემცირდება, თუ არ შეიცვლება? |
---|---|
პასუხი: | ჯერ განვმარტოთ წონა: წონა არის ძალა, რომლითაც დედამიწის მიზიდულობის გამო გამო სხეული აწვება ჰორიზონტალურ საყრდენს ან ჭიმავს ვერტიკალურ საკიდელს - იხილე ბმული თუმც სამწუხაროდ ზოგჯერ ამ საკითხს ამარტივებენ: წონა არის ის ძალა, რომლითაც სხეული ჭიმავს საკიდელს( დინამიმეტრს -სასწორს) -ო...... ამგდებული აქვთ დედამიწის მიზიდულობა......ვერტიკალურობა.... აქედან გამომდინარე შენს ამოცანაში გამარტივებული ვერსიით ( ეს ვერსია უფრო ხშირია) წონა შემცირდა 4 ნ-ით. მაგრამ , რადგანაც დინამომეტრის ჩვენების შემცირების მიზეზი არის ამომგდები ძალა და არა აჩქარება(როგორც ეს ვიდეოპასუხშია აღწერილი) , ძირითადი ვერსია ''იტყვის'' , რომ წონა არ შემცირდაო. მე არ ვიცი, თუ რა ''უდევს'' ამ კითხვის ავტორს თავში - რომელ ვერსიას ემხრობა... იქნებ სულაც უნებლიე შეცდომაა. მე პირადად მივემხრობოდი გავრცელებულ ვერსიას - წონა შემცირდა.... რამეთუ წონა აღიქმება როგორც სასწორის ჩვენება და არ დაგიდევენ იმის მიზეზს, რის გამო მოხდა ამ ჩვენების ''გაყალბება".... ამის გამოა რომ დიასახლისები ბაზრებში საკუთარი სასწორებით დადიან - ემანდ ვაჭარმა არაფერი მომატყუოსო ----------------------------------- სამწუხაროდ გავრცელებულია ბევრი ისეთი ტესტ-ამოცანათა კრებული, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებენ.... თუნდაც წინა და კიდევ მის წინა და კიდევ წინა და.... ა.შ. რომელთა შესახებ თავისუფალ დროს დავწერ -------------------------- ისე, გინდა თუ არა ესა და ეს პასუხი აქვს და როგორ მივიღოო - რომ მეკითხები... რაჭველის არ იყოს: - ''ბოშო! ჩემი ბიძაშვილი ხარ თუ დათვის ?''
|