შეკითხვა: | ამ ამოცანის პასუხი რა იქნება? მე 1,5-ს ვღებულობ და რომ ვამოწმებ 15-ია სწორიო მუშამ 60 კგ მასის ტვირთი 10 წთ–ში აიტანა 15 მ სიმაღლეზე. რა საშუალო სიმძლავრე განავითარა მუშამ ამ დროს? 1,5 ვტ 15 ვტ 150 ვტ 900 ვტ |
---|---|
პასუხი: | სიმძლავრე ტოლია მუშაობისა და იმ დროის განაყოფის, რა დროშიც ეს მუშაობა შესრულდა. რადგან პასუხი \(Si\) სისტემაშია ამიტომ გადავიყვანოთ 10 წუთი წამებში, ანუ გვექნება 600 წამი; შესრულებული მუშაობა ტოლია \(60*10*15=600*15\) ჯოულის, გავყოთ ეს სიდიდე დროზე ანუ 600 წამზე და მივიღებთ პასუხს 15 ვატს. |