შეკითხვა: | საფანტის დასამზადებლად 20C ტემპერატულის 10 ლ წყალში დნობის ტემპერატურამდე გახურებული 2 კგ ტყვია ჩაასხეს . განსაზღვრეთ წყლის ტემპერატურის ნამატი. მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | ჩაასხეს - ო ...ამით ის მიგვანიშნეს, რომ თავდაპირველად გვქონდა დნობის ტემპერატურის მქონე(327oC) გამლღვალი ტყვია.... იგი გამყარდა - შესაბამისად გამოყო rmტყ - სითბო, შემდეგ გაცივდა რაღაც t =? ტემპერატურამდე, რაზეც კიდევ გამოყო cტყmტყ(327 - t) სითბო...... ამ სითბოთა ხარჯზე გათბა წყალი t =? ტემპერატურამდე - შესაბამისად ამისათვის დაჭირდებოდა cწყmწყ( t -20) სითბო. დაწერე სითბური ბალანსის განტოლება: rmტყ + cტყmტყ(327 - t) = cწყmწყ ( t -20) ......... დაიხმარე ცხრილური მონაცემები და გამოთვალე t=?
|