შეკითხვა: | გამარჯობათ ისევ მე გაწუხებთ :D ჯერ მადლობა მინდა გითხრათ წინა ამოცანებისათვის ძალიან დამეხმარეთ მაგრამ ერთი ამოცანა შემხვდა კიდევ რომელსაც თითქოს ვხსნი ძალიან ადვილია მაგრამ პასუხები არ ემთხვევა და ეგების თქვენ დამეხმაროთ დავიბენი :D ბრტყელი კონდენსატორის ჰორიზონტალურ შემონაფენებს შორის წონასწოობაშია ზეთის წვეთი, რომელსაც 1000 ზედმეტი ელექტრონი გააჩნია განსაზღვრეთ წვეთის რადიუსი, თუ შემონაფენებს შOრის ძაბვაა 9.42X1000 ვ მანძილი 5X10^-3მ ზეთის სიმკვრივეა 0.9X100კგ/მ^3 e=1.6X10^-19კ g=10მ/წმ^2 |
---|---|
პასუხი: | ნახაზი: კონდენსატორის შემონაფენები ჰორიზონტალურად.... ზედა ''+'' --ქვედა ''-''...... მათ შორის მანძილი - d...... ძაბვა ფირფიტებზე - U ...... ერთგვაროვანი E დაძაბულობის ელსტატიკური ველი მიმართულებით ზემოდან ქვევით.... ფირფიტებს შორის გაწონასწორებული ზეთის წვეთი ..... წვეთზე მოქმედი 1) ქვევით მიმართული სიმძიმის ძალა mg = \(\rho V\)g = \(\rho\)\(\frac{4}{3}\pi r^{3}\) g 2) ზევით მიმართული ელექტრული ძალა Fელ = qE = ne•(U/d) ძალები გაუტოლე ერთმანეთს და ამოხსენი r = \(\dot{\sqrt[3]{\frac{3neU}{4\pi \rho gd}}}\) = ........ ---------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |