შეკითხვა:

გამარჯობა. ერთი ამოცანა მაქვს შესასრულებელი საკონტროლოსთვის და არ ვიცი როგორ კეთდება: დანადგარი, რომლის სიმძლავრეა N=30 კვტ, ცივდება სპირალის ფორმის მილში გამდინარე წყლით. მილის განივკვეთის ფართობი S=1 სმ2.  მუშაობის პროცესში გამდინარე წყალი თბება ∆t=15°C-ით. იპოვეთ წყლის მოძრაობის v სიჩქარე, თუ დანადგარის მუშაობისას გამოყოფილი ენერგია ხმარდება წყლის გათბობას?

პასუხი:

ვთქვათ  N  სიმძლავრის დანადგარი მუშაობს  T  წმ -ის განმავლობაში, მაშინ მის მიერ გამოყოფილი სითბო  Q = NT ...   ეს სითბო მთლიანად  ხმარდება     ამ   T  დროში  სპირალში გამავალი წყლის გათბობას  Q = cm∆t...   T  დროში გავლილი წყლის მასა კი თავისმხრივ  ტოლი იქნება   m = \(\rho\)\(V\) = \(\rho\)•\(Sl\) = \(\rho \cdot S\cdot vT\)  ---->>>>

\(N=c\rho Sv\)∆t    ----->>>>           \(v\) =   ????  ( ყველაფერი დასვი SI სისტემაში )

------------------------

\(l = v\)T---------- T წმ-ში  მილის  S კვეთში შემავალი წყლის მიერ  გავლილი მანძილია.