შეკითხვა: | გამარჯობა, დღეს ფიზიკის გაკვეთილზე ერთ უცნაურობას წავაწყდი: ამოცანა შემდეგია: ორი წრეწირია მოცემული, ერთის დიამეტრი=d, ხოლო მეორის დიამეტრი=4d. ეს წრეწირები ერთმანეთს არიან მიჯრილი და ბრუნავენ ხახუნის გარეშე. უნდა ვიპოვოთ n1/n2(სიხშირეთა შეფარდება). დაფასთან ამოვხსენი ასე: n1/n2=T2/T1 აქედან T1=Пd/v1 T2=4Пd/v2 ----->დავწერე ეს და სრულიად მექანიკურად, გაუაზრებლად, როცა შევაფარდე 4Пd/v1 Пd/v2-თან, შევკვეცე და მივიღე 4. ამ დროს ჩემი მასწავლებელი ბედნიერია მაიგრამ მე კი დავიბენი. მასწავლებელი ამბობს V1 და V2 ერთმანეთის ტოლიაო და ამიტომაც შევკვეცეთ ყველაფერიო. მიჩნდება კითხვა: რანაირადაა სიჩქარეები ტოლი მაშინ როცა V=Пd/T და დიამეტრი განსხვავებული აქვს ორივე წრეწირს. თქვენ თუ დამეხმარებით მხოლოდ :// მადლობა წინასწარ |
---|---|
პასუხი: | არა! იმისათვის რომ ერთმა წრემ ბრუნვაში აიყოლიოს მეორე წრე, აუცილებელია მათ შორის არსებობდეს მშრალი უძრაობის ხახუნი, მეტიც - ამისათვის მათ უკეთებენ კბილანებს. ამ დროს ორივე წრის კიდურა წერტილების (გნებავს კბილანების) წირითი სიჩქარეები ერთნაირია . იგივე პრინციპია ველოსიპედის თვლების მოძრაობისას ჯაჭვის(''ცეპის'') გამოყენებით, ან ავტომობილებში ''დინამოს'' ლილვის ბრუნვა ღვედური(''რემენი'') გადაცემით. აბა კარგად დააკვირდი?: - რადგანაც ეს წრეები დიამეტრებით 4-ჯერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან -ანუ წრეწირის სიგრძეებიც 4-ჯერ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და... - რადგანაც ისინი ერთმანეთზე არ სრიალებენ, ამიტომ პატარა წრის ერთი ბრუნისას დიდი წრე მეოთხედი ნაწილით შემობრუნდება - ხომ ?!!! ------------------ დიამეტრი განსხვავებული აქვს ორივე წრეწირს. დიამეტრები კი , მაგრამ პერიოდებიც იმდეჯერვე აქვთ განსხვავებული...ხომ ?!!! |