შეკითხვა: | საღამომშვიდობისა..შეიძლება ბატარეების შეერთებებზე მიპასუხოთ? რა მოსდის ბატარეებსა და ელ.წრედს მიმდევრობითისა და პარალელური შეერთებების დროს? :) |
---|---|
პასუხი: | დენის წყაროთა მიმდევრობითი შეერთებისას ბატარეას სრული ელექტრომამოძრავებელი ძალა (ე.მ.ძ.) თითოეული დენის წყაროს ე.მ.ძ-თა ალგებრული ჯამის ტოლია: \(\epsilon\) = \(\epsilon\)1 +\(\epsilon\)2 +\(\epsilon\)3 + ...... +\(\epsilon\)n იმისათვის რომ ეს ჯამი მოდულით მაქსიმალური იყოს, პირველი წყაროს ''-'' პოლუსი უნდა შევარეათოთ მეორის "+" პოლუსათან....... მეორის "-" მესამის "+" თან და ა.შ. ბოლოს წინა წყაროს "-" მე - n (ბოლო) -ს "+"-თან ....... და საბოლოოდ ''მომხმარებელს''(დატვირთვა - მაგ ნათურა) ჩავრთავთ პირველის "+" პოლუსსზე და ბოლოს (მე -n) "-" ზე .... ამ დროს გარე წრედში განვითარებული სიმძლავრე თითქმის n -ჯერ გაიზრდება (იგულისხმება რომ მომხმარებლის წინაღობა - იგივე გარე წინაღობა გაცილებით მეტია თითოეული წყაროს შიგა წინაღობაზე) . პარალელური შეერთებისას კი თითოეული წყაროს "-" პოლუსებს ერთმანეთთან აერთებენ, ხოლო "+" პოლუსებს ასევე ერთმანეთთან და მომხმარებელს ამ "კვანძებზე" დასვამენ. ამ შემთხვევაში ბატარეას სრული ე.მ.ძ ცხადია რომ ერთი ელემენტის ე.მ.ძ-ს ტოლი იქნება, რის გამოც გარე წრედში განვითარებული სიმძლავრე პრაქტიკულად იგივე იქნება - ანუ განსაკუთრებულ ''ხეირს'' ვერაფერს მოგვცემს . ცხადია კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია ზუსტი გათვლები... ------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |