შეკითხვა:

აუფ :// ერთსაც გკითხავთ რაა :// თუ ვთქვათ ორი სხეული მოძრაობს გზაჯვარედინზე, რომლის კუთხეც არის 150°, შეხვედრის მომენტიდან რა დროში იქნება მათ შორის მანძილი 15კმ თუ ერთის სიჩქარეა 15მ/წმ ხოლო მეორის 20მ/წმ.(პ.ს. რიცხვები არ დაჯდება კარგად, ჩემი მოჩმახული ამოცანაა :// ) იდეის დონეზე მე კოსინუსების თეორემით გავიგებდი სიჩქარეს და რასაც მივიღებდი-15000-ს იმაზე გავყოფდი; მაგრამ, წინაზე რომ ამომიხსენით, ურთიერთმართობული როიყო გზები, თქვენ ჯერ ერთი წერტილის კოორდინატი დაადგინეთ T დროის შუალედში, მერე კი მეორის -იმავე T შუალედში და მათ შორის მანძილისთვის ჩვეულებრივად საკოორდინატო სიბრტყეზე ორ წერტილს შორის მანძილის საპოვნელი ფორმულა გამოიყენეთ; ახლა როცა 150º-ის კუთხე, აი ეგრე ცალ-ცალკე ვერ ვადგენ კოორდინატებს :// დამეხმარეთ რა ://(არადა ზუსტად ვიცი კუთხის სინუსებით გეგმილებს დაადგენთ და მერე გეგმილებიდან კოორდინატებს ან რამე ეგეთი მარა მე რო ვცდილობ კი ვერ მივდივარ ბოლომდე :D :D) ://

პასუხი: