შეკითხვა:

ესე იგი მექანიკის გამეორება დავიწყე და ჩემს ტვინში სრული არეულობაა!!! შემხვდა ასეთი ამოცანა--ორ ურთიერთმართობულ გზატკეცილზე თანაბრად მოძრაობს ორი ავტონობილი რომელთა სიჩქარეებია 15მ/წმ და 20მ/წმ. გზაჯვარედინზე შეხვედრიდან რა დროის შემდეგ იქნება მათ შორის მანძილი 15კმ? მასწმა ამიხსნა სამკუთხედის კათეტებად უნდა ჩავთვალო 15 და 20, უნდა გავიგო ჰიპოტენუზა(25მ/წმ) და 15000/25=600წმ --------->ამ ხერხით გასაგებია, მაგრამ მექანიკის ძირითადი ამოცანის ფორმულით ვცდილობდი მე ამოხსნას და შეგიძლიათ ამ ხერხით ამომიხსნათ(გულისხმობ აი ორი სხეულის მოძრაობის განტოლებებს რომ ვუტოლებთ ერთმანეთს(მაგ ხერხს მგონი შეხვედრის ადგილის დასადგენად ვიყენებდი)--ვიცი რომ სადღაციდან შერმოვლა იქნება ამ ხერხით ამოხსნა მაგრამ მაინტერესებს :///) --ისე, ეჭვი მაქვს ეს ამოცანა მაგ ხერხით საერთოდ არ იხსნება :/// აი ეს მაინც ხო ამოიხსნება მაგ ხერხით--90კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილსა და 50კმ/სთ სიჩქარით მოძრავ სატვირთოს შორის მანძილი 100კმ-ია რა დროში დაეწევა ავტომობილი სატვირთოს?-->მე ვიფიქრე ამათი მოძრაობის განტოლებების დაწერა ნამდვილად შიძლება და გატოლება და დამეხმარეთ რა--თუ შეიძლება ამ ხერხით ამოხსნა ამომიხსენით :/// მადლობა (დედა რამდენი ვიქაქანე) :/// :D <3

პასუხი:

აიღე საკოორდინატო X და Y ღერძები.  ვთქვათ პირველი მოძრაობს  X  მიმართულებით, მეორე კი  Y მიმართულებით, მაშინ პირველის მოძრ განტოლებებია:  x1 = 15t  და   y1 = 0  ...  

მეორისა კი  ---   x2 = 0   და   y2 = 20t   

რაღაც   t=T   მომენტში   პირვ აღმოჩნდება  A(15T ;0)   წერტილში       მეორე კი   B(0; 20T)  წერტილში.

მათ შორის მანძილი ჩაწერე პითაგორას თეორემის დახმარებით

 (AB)2 = (15T)2 + (20T)2 =  625T2  .... T =?

-----------------------------------------------------

თუ იქნებოდა ისეთი პირობა, რომ ორ ურთიერთმართობულ გზაზე მოძრავი სხეულები შეხვდნენ ერთმანეთს-ო, მაშინ აქაც გაატოლებდი კოორდინატებს :  x1 = x2      ....  y1 = y2