შეკითხვა: | გამარჯობა ^_^ ვიღაცამ დადო ასეთი ამოცანა: 140ნ ძალით წააგრძელეს ზამბარა 2მმ-ითო და იპოვეთ შესრულებული მუშაობაო; მე ჩემი მოკლე ტვინით პირდაპირ 140-ს გავამრავლებდი 0,02-ზე :/// მაგრამ აღმოჩნდა რომ საშუალო ძალა გვჭირდებოდა :// შეგიძლიათ ამიხსნათ რა შემთხვევებში გვჭირდება საშუალო ძალა?(სხვა ბუნების ძალებიც მაქვს მხედველობაში) :// მადლობები ^_^ <3 |
---|---|
პასუხი: | სასკოლო ფიზიკის ამოცანების განხილვისას რაიმე პროცესისის დროს ძალა ხშირ შემთხვევებში მუდმივია... თუმც გვხვდება იშვიათი შემთხვევები, როდესაც ძალა აღარ რჩება მუდმივი. მაგ: 1) ზამბარის გაჭიმვის(ან შეკუმშვის) პროცესში დრეკადობის ძალა წანაცვლების პირდაპირპროპორციულად იცვლება... F = k• x 2) სითხეში ჩაძირვისას წნევის ძალა სიღრმის პირდაპირპროპორციულად იზრდება... F = \(\rho\)gS• H 3) სხეულთა დაახლოების(დაშორების) პროცესში მათი გრავიტაციული მიზიდულობის ძალა მანძილის კვადრატის უკუპროპორციულად იცვლება.... F = G m1m2/ R2 და სხვა... და თუ გვეკითხებიან ამ პროცესების განმავლობაში ძალის მუშაობას, მაშინ დაგვჭირდება საშუალო ძალის ცნების შემოტანა, რომლის მნიშვნელობის გამოთვლა სასკოლო კურსის ცოდნას ცილდება. მხოლოდდამხოლოდ პირდაპირპრორციული დამოკიდებულებისას საშუალოს ცნება ემთხვევა საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას (..1) და ..2) შემთხვევა)... მე-3) შემთხვევაში საშუალოს ცნება ეთხვევა საშუალო გეომეტრიულ მნიშვნელობას... და საერთოდ საშუალი მნიშნელობის გამოთვლა ინტეგრების ოპერაციის გამოყენებით ხდება. იხილე ვიდეოპასუხი ბმულზე --------------------------------- ოლეგი გაბრიაძე |