შეკითხვა:

როდესაც სხეულზე მოქმედი ძალა გადაადგილების მიმართულებასთან მახვილ კუთხეს ქმნის მაშინ სხეულის კინეტიკური ენერგია იზრდება თუ მცირდება?

პასუხი:

მუდმივი ძალის მუშაობა   A = FS• Cosα

A - მუშაობაა....       F-  ძალის მოდული....    S - გადაადგილების მოდული...    α - კუთხე ძალისა და გადაადგილების ვექტორებს შორის.  თუ:

1)  α  კუთხე მახვილია ან 00 - ტოლია, მაშინ ძალა ასრულებს დადებით მუშაობას - ანუ სხეულის კინეტიკურ ენერგიას ზრდის (სიჩქარე მატულობს).

2) α  კუთხე ბლაგვია ან 1800-ის ტოლია, მაშინ ძალა ასრულებს უარყოფით მუშაობას - ანუ სხეულის კინეტიკურ ენერგიას ამცირებს(სიჩქარე კლებულობს).

3) α = 900 კუთხე მართია , მაშინ  ეს ძალა მუშაობას არ ასრულებს A =0  - ანუ კინეტიკური ენერგიას ვერ ცვლის(სიჩქარის მოდული მუმივია )

------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე