შეკითხვა:

გთხოვთ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება:(((  ამ ამოცანას ვერ ვხსნი. წერტილოვანი მუხტის ელექტრულიველის ორი წერტილის პოტენციალები ოთხჯერ განსხვავდება ერთმანეთისაგან.რამდენჯერ განსხვავდება ერტმანეტისაგან ველის დაძაბულობები ამ წერტილებში??? წინასწარ გიხდით დიდი მალობას!!!!!

პასუხი:

როგორც ვიცით ზოგადად მუხტის მიერ რაღაც წერტილში შექმნილი ველი ტოლია \(E=k\frac{q}{r^{2}}\), ხოლო პოტენციალი - \(\varphi=k\frac{q}{r}\), ამოცანის პირობის თანახმად: \(\frac{\varphi_{1}}{\varphi_{2}}=\frac{k\frac{q}{r_{1}}}{k\frac{q}{r_{2}}}=\frac{r_{2}}{r_{1}}=4\), მაშინ ველის დაძაბულობების ფარდობა იქნება: \(\frac{E_{1}}{E_{2}}=\frac{k\frac{q}{r_{1}^{2}}}{k\frac{q}{r_{2}^{2}}}=\frac{r_{2}^{2}}{r_{1}^{2}}=\left ( \frac{r_{2}}{r_{1}} \right )^{2}=16\). პასუხი: 16-ჯერ.