შეკითხვა:

გამარჯობათ, ერთი ასეთი შეკეთხვა მაქვს: ხანდახან ცაზე ჩანს ორი მზე, ერთმანეთის გვერდით. არ დავკირვებულვარ რა კანონზომიერებით ჩნდება იგი, მაგრამ ვთვლი რომ ალბათ ოპტიკური მირაჟია. თუ შეგიძლიათ განმიმარტეთ რაშია საქმე?

პასუხი:

ეს მოვლენა, როგორც ჩანს გამოწვეულია სინათლის სვეტების სიკაშკაშის ადგილობრივ ცვალებადობით, რასაც განაპირობებს ცაზე ღრუბლების არათანაბარი განაწილება. სინათლის სვეტები, ძირითადად წარმოიქმნება მზის ამოსვლისას ან ჩასვლისას, თუ მხედველობის სხივზე (თვალის გასწვრივ ) არის ისეთი ღრუბლები, რომლებიც ყინულის მცირე კრისტალებისგან შედგება, რომლებიც ძალიან ნელა ვარდებიან და თან ინარჩუნებენ თავიანთ სიბრტყეს დედამიწის სიბრტყის პარალელურად. სინათლის სვეტებზე ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

"ორი მზე"

სინათლის სვეტი დასავლეთ ვირჯინიაში.