შეკითხვა:

გამარჯობათ, რატომ არის მოწმენდილი ცა ლურჯი, ხოლო მზე ჰორიზონტთან წითელი?

პასუხი:

ამ მოვლენების ძირითადი მიზეზი ერთი და იგივეა. ატმოსფეროში ყველაზე მეტად განიბნევა მზის მოკლეტალღური გამოსხივებები. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მზეს, აღვიქვამთ მზის გაბნეულ სინათლეს - სწორედ ამით აიხსნება ცისფერი ფერი. (სინათლის გაბნევა ხდება ძალიან პატარა ჰაერის მოლეკულების მიერ შემთხვევით წარმოქმნილ შემკვრივებებზე (დაჯგუფებებზე)).

ცის სხვადასხვა არეზე დაკვირვებისას, ჩვენ ვხედავთ მზიდან გამომავალი საწყისი სხივისადმი სხვადასხვა კუთხით გაბნეულ სინათლეს, რომელიც ანათებს ჰაერის მოცემულ მოცულობას. ყველაზე მეტი სინათლე გაიბნევა საწყისი სხივის მახლობელ მიმართულებებზე. ამას ამტკიცებს მზის გარშემო ცის დიდი სიკაშკაშე.

თუ მზე ჰორიზონტთანაა, მისი ლურჯი სინათლე ჰაერში ძალიან გაიბნევა და დამკვირვებლამდე საგრძნობლად შესუსტებული აღწევს, ხოლო წითელი ფერი კი თითქმის არ გაიბნევა. (სხივის ტალღების სიგრძეების განსხვავებულობის გამო.) ფერთა ბალანსი ირღვევა და მზე წითლდება.

ზუსტად ასევე უცვლის ატმოსფერო ფერს მთვარეს, პლანეტებს და ვარსკვლავებს. იმის მოწმობად, რომ ატმოსფერო კარგად ატარებს წითელ ფერს და ძალიან განაბნევს ან თითქმის არ ატარებს ცისფერს (მითუმეტეს იისფერს და ლურჯს) გამოდგება მოწითალო- მოყავისფრო ფერი მისი სრული დაბნელების დროს.  ამ დროს მთვარე განათებულია მხოლოდ მზის იმ სინათლით, რომელიც დედამიწის სინათლის გარდატეხის გამო ეცემა მთვარეს. (მთვარის დაბნელების დროს დედამიწა მოთავსებულია მზესა და მთვარეს შორის.)