შეკითხვა:

რატომ იღუნება ასანთის ღერი წვისას?

პასუხი:

-თუ ცეცხლწაკიდებულ ასანთის ღერს დავიჭერთ ჰორიზონტალურად, დავინახავთ რომ ცეცხლის ენის გადაადგილების კვალდაკვალ, ასანთის ღერის დამწვარი ნაწილი იღუნება და ზევით იწევს. ეს მოვლენა არ მოხდება, თუ ასანთის ღერს დავიჭერთ ვერტიკალურად. ცეცხლმოკიდებული ასანთის ღერის გაღუნვის მიზეზი არის წვის სივრცეში ჰაერის ვერტიკალური გადაადგილება (თბილი ჰაერი ზევით ადის), რის შედეგადაც მყარდება ქვემოდან ზევით მიმართული ტემპერატურული გრადაცია, ანუ ვერტიკალურად ზევით გადაადგილებისას, ასანთის წვის სივრცეში, ტემპერატურა მატულობს. ამის გამო ჰორიზონტალურად მოთავსებული ცეცხლმოკიდებული ასანთის ღერის ზედა მხარე უფრო ხურდება, ვიდრე ქვედა. წვის პროცესში სხეული მოცულობა და მასა მცირდება და რაც უფრო მაღალია ტემპერატურა მით უფრო შესამჩნევია ეს ცვლილებები. ესე იგი ჰორიზონთალურად მოთავსებული ცეცხლმოკიდებული ასანთის ღერის ზედა მხარე უფრო უნდა დამოკლდეს, ვიდრე ქვედა, რადგან როგორც უკვე ვთქვით ზედა მხარე უფრო გახურებულია, რის შედეგადაც ასანთის უკვე დამწვარი ნაწილი ზევით აიწევს. ასანთის ვერტიკალურად დაყენების შემთხვევაში კი ასანთის ველა მხარე თანაბრად მოკლდება, რის გამოც ასანთის ღერი სწორი რჩება.