შეკითხვა:

30 კგ მასის სილიანი ურიკა დგას გლუვ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სილას ეჯახება და შიგ რჩება 4 კგ მასის 5მ/წმ სიჩქარით ჰოიზონტაკურად მოძრავი ბირთვი. იპოვეთ ურიკის სიჩქარე

პასუხი:

ურიკის მასა - M

ბურთულის მასა - m

ბურთულის სიჩქარე - v1

საბოლოო სიჩქარე - V = ?

იმპულსის მუდმივობის კანონის თანახმად ჩაკეტილი სისტემის (ამ შემთხვევაში სილიანი ურიკა და ბირთვი) იმპულსი მუდმივია. ანუ დაჯახებამდე სილიანი ურიკა იყო უძრავი და მისი იმპულსი იყო ნული. ბირთვის იმპულსი იყო  mv1 . ამიტომ სისტემის ჯამური იმპულსი იყო  mv1. დაჯახების შემდეგ სილიანი ურიკა და ბირთვი გაერთიანდა და მათი იმპულსი გახდა (M+m)V, ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ:

mv1=(M+m)V

აქედან

\(V=\frac{mv_{1}}{M+m}\)

ჩასვით შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები.