შეკითხვა:

გამარჯობათ, რამდენიმე კითხვა მაქვს ცისარტყელასთან დაკავშირებით:
1) როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა?
2) რა იწვევს, ხანდახან მეორე ანუ დამატებითი ცისარტყელის გამოჩენას ცაზე?
3) რატომ აქვს ცისარტყელას რკალის ფორმა?

პასუხი:

მოგესალმებით, მადლობთ საინტერესო შეკითხვისთვის. ჯერ ზოგადად განვმარტოთ თუ რას ეწოდება ცისარტყელა: ცისარტყელა ატმოსფერულ- ოპტიკური მოვლენაა, რომლის დროსაც ცაზე ჩანს შვიდ ფრად შეფერილი რკალი, რომლებიც მიიღება მზის სხივის დისპერსიით. ახლა უფრო კონკრეტულად თქვენი კითხვების შესახებ:

1) ცისარტყელის წარმოქმნის მიზეზი, წვიმის წვეთებში მზის სხივის გარდატეხა და არეკვლაა. წვიმის წვეთიდან სხივი კუთხის დიდი დიაპაზონთ გამოდის, მაგრამ  სხივების გამოსვლის ყველაზე დიდი ინტენსიუობა სწორედ იმ კუტხეზე შეიმჩნევა, რომელიც შეესაბამება ცისარტყელას. სხვადასხვა სიგრძის სხივი, ანუ სხვადასვა ფერის სხივი წვიმის წვეთიდან სხვადასხვა კუთხით გამოდის, სწორედ ეს განაპირობებს შვიდი გამოყოფილი ფერის არსებობას ცისარტყელაში.

2) მეორე ანუ დამატებითი ცისარტყელის წარმოქმნას განაპირობებს ყოველი წვეთის შიგნით სხივის ორმაგი არეკვლა. ამ შემთხვევაში სინათლის სხივები წვიმის წვეთებიდან გამოდიან სხვა კუთხით, ვიდრე გამოდიოდნენ მაშინ როდესაც წარმოიქმნებოდა ჩვეულებრივი ცისარტყელა; ამავდროულად ფერების თანმიმდევრობა დამატებით ცისარტყელაში შეცვლილია.

                                           

სხივი წვიმის წვეთში

ერთმაგი ცისარტყელას წარმოქმნის დროს

სხივი წვიმის წვეთში

ორმაგი ცისარტყელას წარმოქმნის დროს

3) როგორც უკვე ვთქვით, ცისარტყელა მიიღება წვიმის წვეთში სხივის გარდატეხით და არეკვლით. ჩვეულებრივ, სხივი წვიმის წვეთში ბევრჯერ აირეკლება, რის შედეგადაც იგი ნელ-ნელა კარგავს თავის ენერგიას. სწორედ ამიტომ რაც უფრო ბევრჯერ აირეკლება სხივი წვეთში, მით უფრო სუსტი ცისარტყელა მიიღება. ესე იგი ყველაზე კაშკაშა ცისარტყელა მიიღება ისეთი სხივებისგან რომელიც მხოლოდ ერთხელ აირეკლებაიან. ასეთი სხივები კი დაცემულ სხივებთან დაახლოებით \(42^{\circ}\)-ს ადგენენ.  დაცემულ სხივებთან \(42^{\circ}\) -ით დახრილ სხივზე მდებარე წერტილების გეომეტრიულ მდებარეობა კი კონუსს ქმნის, რომელიც თვალის მიერ სიმრგვალედ, რკალად აღიქმება. სწორედ ამიტომ აქვს ცისარტყელას რკალის ფორმა.